ფრანგმა გამომძიებლებმა კორუფციის საქმეზე ელისეს სასახლე გაჩხრიკეს

 

ფრანგმა გამომძიებლებმა საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია, ელისეს სასახლე გაჩხრიკეს სავარაუდო ფავორიტიზმისა და კორუფციის გამოძიების ფარგლებში. ინფორმაციას AFP ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

AFP-ის ცნობით, ჩხრეკა უკავშირდება გამოძიებას, რომელიც შეეხება იმას, თუ რატომ ირჩევდნენ წლების განმავლობაში ერთსა და იმავე კომპანიას პანთეონის მავზოლეუმში მიღების ცერემონიების ორგანიზებისთვის. პანთეონში დაკრძალულნი არიან ცნობილი ფრანგი ისტორიული ფიგურები.

„21 მაისს ელისეს სასახლის ტერიტორიაზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, სასამართლო გამოძიების ფარგლებში, რომელიც ძირითადად ფოკუსირებული იყო იმ პირობებზე, რომლითაც პანთეონის ცერემონიების ორგანიზებასთან დაკავშირებული გარკვეული საჯარო კონტრაქტები გაიცა", - განაცხადა ფინანსურმა პროკურატურამ.

პროკურატურის განცხადებით, ხუთშაბათის ოპერაციას წინ უძღოდა „ინსტიტუციური კონსულტაციები", რათა უზრუნველყოფილიყო მისი ჩატარება.

ელისეს სასახლის წარმომადგენელმა AFP-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩხრეკა დაუშვა, რადგან პროცედურა „არ არის მიმართული" ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ და დაცული იყო „აუცილებელი გარანტიები", რომლებიც უკავშირდება კონსტიტუციასა და ეროვნული თავდაცვის საიდუმლოებას.

აპრილში გამომძიებლებმა უკვე სცადეს სასახლის გაჩხრეკა, თუმცა მათ უარი უთხრეს იმ საფუძვლით, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს „პრეზიდენტთან დაკავშირებული შენობების ხელშეუხებლობას", - განაცხადა მაშინ ფინანსურმა პროკურორმა პასკალ პრაშემ.

ჩხრეკა 2025 წლის ოქტომბერში დაწყებული გამოძიების ნაწილია, რომელიც ფავორიტიზმის, კორუფციისა და გავლენით ვაჭრობის საფუძველზე დაიწყო.

 

 





მსგავსი სიახლეები
United Airlines-ის თვითმფრინავის მგზავრმა 11 კილომეტრის სიმაღლეზე კარის გაღება სცადა - თვითმფრინავი იძულებით დაეშვა
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით თურქეთში ერაყის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის ხელისუფლებამ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონზე გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
ჩინეთში, შანსის პროვინციაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა
,,უკრაინა იმსახურებს თანასწორ უფლებებს''- ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართა
აბას არაღჩი - მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი აშშ-ის ღალატი, წინააღმდეგობრივი პოზიციები და გადაჭარბებული მოთხოვნებია
ფრანგმა გამომძიებლებმა კორუფციის საქმეზე ელისეს სასახლე გაჩხრიკეს
მედია - რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა
აშშ-ში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები მწვანე ბარათის მისაღებად განაცხადის გაკეთებას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეძლებენ - Reuters
„როსპოტრებნადზორმა“ სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“ რუსეთში იმპორტი შეაჩერა
„თალიბანი“ ბავშვთა ქორწინება აკანონებს - გაუქმდა მინიმალური ასაკობრივი ზღვრი
პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს კრძალავს
ტულსი გაბარდი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
პუტინმა უკრაინა ლუგანსკში სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედროებს საპასუხო ზომების მომზადება დაავალა
მარკო რუბიო - ნატო ევროპისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ღირებული უნდა იყოს აშშ-ისთვისაც
პეტერ მადიარი: პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო პლატფორმამ საკუთარი დავალება ვერ შეასრულა და უკრაინის მთლიანობა და სუვერენიტეტი ვერ დაიცვა
ანდრეი სიბიგა - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა კლასტერი 2026 წლის ივნისამდე უნდა გაიხსნას, ორბანის მთავრობის შექმნილი პოლიტიკური დაბრკოლება მოხსნილია
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ რუსეთთან არ ვიკამათებთ, არ ვიბრძოლებთ, რუსეთი ზესახელმწიფოა და მას პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ
უნგრეთის ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ პოლონეთში დამატებით 5000 ჯარისკაცს გაგზავნის