აბას არაღჩი - მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი აშშ-ის ღალატი, წინააღმდეგობრივი პოზიციები და გადაჭარბებული მოთხოვნებია

 

აშშ-ის ღალატი, წინააღმდეგობრივი პოზიციები და გადაჭარბებული მოთხოვნები მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან საუბრის დროს განაცხადა.

აბას არაღჩი შეერთებული შტატების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას პაკისტანის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად მიიჩნევს.

არაღჩიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მიმართ ღრმა უნდობლობის მიუხედავად, ირანი კვლავ სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდება დიპლომატიურ პროცესს და ყველა ღონეს ხმარობს გონივრული და სამართლიანი შედეგის მისაღწევად.

ირანული მედიის თანახმად, თავის მხრივ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უარყო ძალის გამოყენება ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა გაერო-ს წესდების პრინციპების დაცვისა და დიპლომატიური საშუალებების გამოყენების აუცილებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად.

 

 





მსგავსი სიახლეები
United Airlines-ის თვითმფრინავის მგზავრმა 11 კილომეტრის სიმაღლეზე კარის გაღება სცადა - თვითმფრინავი იძულებით დაეშვა
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით თურქეთში ერაყის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის ხელისუფლებამ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონზე გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
ჩინეთში, შანსის პროვინციაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა
,,უკრაინა იმსახურებს თანასწორ უფლებებს''- ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართა
აბას არაღჩი - მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი აშშ-ის ღალატი, წინააღმდეგობრივი პოზიციები და გადაჭარბებული მოთხოვნებია
ფრანგმა გამომძიებლებმა კორუფციის საქმეზე ელისეს სასახლე გაჩხრიკეს
მედია - რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა
აშშ-ში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები მწვანე ბარათის მისაღებად განაცხადის გაკეთებას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეძლებენ - Reuters
„როსპოტრებნადზორმა“ სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“ რუსეთში იმპორტი შეაჩერა
„თალიბანი“ ბავშვთა ქორწინება აკანონებს - გაუქმდა მინიმალური ასაკობრივი ზღვრი
პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს კრძალავს
ტულსი გაბარდი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
პუტინმა უკრაინა ლუგანსკში სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედროებს საპასუხო ზომების მომზადება დაავალა
მარკო რუბიო - ნატო ევროპისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ღირებული უნდა იყოს აშშ-ისთვისაც
პეტერ მადიარი: პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო პლატფორმამ საკუთარი დავალება ვერ შეასრულა და უკრაინის მთლიანობა და სუვერენიტეტი ვერ დაიცვა
ანდრეი სიბიგა - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა კლასტერი 2026 წლის ივნისამდე უნდა გაიხსნას, ორბანის მთავრობის შექმნილი პოლიტიკური დაბრკოლება მოხსნილია
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ რუსეთთან არ ვიკამათებთ, არ ვიბრძოლებთ, რუსეთი ზესახელმწიფოა და მას პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ
უნგრეთის ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ პოლონეთში დამატებით 5000 ჯარისკაცს გაგზავნის