გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია TAPS-ის (Tragedy Assistance Program for Survivors) 32-ე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილესთან „Golden Dome"-ის დირექტორთან, გენერალ-მაიორ მაიკლ ა. გეტლეინთან რომელიც ქვეყნის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის მიმართულებას ხელმძღვანელობს. შეხვედრები, ასევე, გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების წარმომადგენლებთან.

TAPS-ის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ბონი ქეროლმა სიტყვით გამოსვლისას მადლიერება გამოხატა გენერალ-მაიორ კობა კობალაძისა და საქართველოს დელეგაციის მიმართ, მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის. ხოლო, აშშ-ის ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაგ კოლინსმა თავის სიტყვაში, ისაუბრა დაღუპული სამხედროების ოჯახების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და TAPS-ის მრავალწლიან საქმიანობაზე.

TAPS-ის 32-ე ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ოთარ გრიგოლია, აშშ-ში საქართველოს თავდაცვის ატაშე იროდი ქადაგიშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჭანტურიძე, საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი კობა ლიკლიკაძე, პროტოკოლისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი მარიამ ადამაშვილი.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „TAPS"-ი 1994 წელს, ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი ბრიგადის გენერლის, ტომ ქეროლის მეუღლემ, ბონი ქეროლმა, დაღუპულ სამხედროთა ოჯახების მხარდასაჭერად დააარსა. მას შემდეგ ორგანიზაცია სხვადასხვა საქველმოქმედო და მხარდამჭერ აქტივობას ახორციელებს და ყოველწლიურად მასშტაბურ ღონისძიებებს მართავს, რომლებსაც ესწრებიან დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია TAPS-ს („Tragedy Assistance Program for Survivors") შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2023 წელს გაფორმდა. უკვე რამდენიმე წელია, მხარეებს შორის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. 





მსგავსი სიახლეები
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
ირაკლი ჭეიშვილი - უკვე რამდენიმე დღეა ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პასუხები მოსთხოვა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღემდე დუმან, მათ შორის ევროკავშირის ელჩი - განცხადებას ვერ აკეთებენ, ეს „დიფ-სთეითის“ გავლენაა
ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა
საქართველო "დიზაინის სამართლის შესახებ" რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებას უერთდება
ირაკლი კობახიძე - მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს, საღამოს წავალთ სახლში და გავაგრძელებთ ბრძოლას უკვე ახალი ძალებით
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიცია კეკლუცობს, თითქოს ბევრს მუშაობენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გამოსწორდეს, სწორედ ოპოზიცია მუშაობდა აქტიურად, რათა ურთიერთობები გაუარესებულიყო
შალვა პაპუაშვილი - ისეთ ევროკავშირში, რომელშიც მარტო სახელია ევროპული, ჩვენ საქართველოს მონაწილეობას ვერ ვხედავთ
ირაკლი ნადარეიშვილი: „26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით"
ირაკლი ქადაგიშვილი - პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში
გიორგი ვაშაძე - ვემიჯნები იმ განცხადებას, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ და მისი ჟურნალისტების მიმართ გააკეთა, ამ განცხადებებს განვიხილავ ჩემ წინააღმდეგ პირად თავდასხმად
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბერლინი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა, ევროკავშირს ჰყავს ელჩი და როგორმე თავად ისაუბრებს
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერი დასცინის ამერიკელებს, დონალდ ტრამპს, ბრიტანელებს და გამოდის, რომ ერთი ის არის ამ ქვეყანაზე, ვისაც რაღაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე
საქართველოს პრეზიდენტს რვა ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ არის დამოკიდებული მესამე მხარეზე, ურთიერთობა არის სტრატეგიული, ძმური და ასე გაგრძელდება მომავალშიც
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის მცდელობა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა - ICG საქართველოს შესახებ ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს
გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია - მარიამ ქვრივიშვილი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი - რეალურად, საქართველოში ამჟამად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი - ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ, შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ გვჭირდება
არჩილ გორდულაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპა ევროკავშირში ნამდვილად დაბრუნდება, ევროკავშირში ღირსებით უნდა წავიდეთ