ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით თურქეთში ერაყის მოქალაქე დააკავეს
აშშ-ის პრეზიდენტის შვილზე, ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით თურქეთში ერაყის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი" ავრცელებს.
ამერიკული გამოცემის თანახმად, 32 წლის მოჰამად ბაყერ საად დავუდ ალ-საადი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ არის გაწვრთნილი. ერაყის მოქალაქე აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის წევრზე თავდასხმას ექვსი წლის წინ აშშ-ის მიერ ბაღდადში ირანის „ყუდსის ძალების" მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო გეგმავდა.
„ყასემის მკვლელობის შემდეგ, ის ხალხს ეუბნებოდა, რომ ივანკა უნდა მოვკლათ, რათა ტრამპის სახლი ისევე დავწვათ, როგორც მან ჩვენი სახლი დაწვა", - განუცხადა გამოცემას ვაშინგტონში ერაყის საელჩოს სამხედრო ატაშეს ყოფილმა მოადგილემ, ენტიფად კანბარმა.
ალ-საადიმ ასევე გამოაქვეყნა რუკის სურათი, რომელზეც გამოსახულია ფლორიდაში მდებარე ანკლავი, სადაც ივანკას და მის მეუღლეს, ჯარედ კუშნერს, 24 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი აქვთ. ამერიკული გამოცემის თანახმად, ალ-საადი, სავარაუდოდ, ერაყ-ირანის ტერორისტულ წრეებში მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც 15 მაისს თურქეთში დააკავეს და აშშ-ში ექსტრადირება მოახდინეს, სადაც მას ევროპასა და შეერთებულ შტატებში 18 თავდასხმასა და თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებენ.
„ნიუ იორკ პოსტის" მიხედვით, ის იდგა აშშ-სა და ებრაულ სამიზნეებზე თავდასხმების უკან, მათ შორის მარტში ამსტერდამში „ნიუ იორკ მელონის" ბანკისთვის ცეცხლის წაკიდების, აპრილში ლონდონში ორი ებრაელი ადამიანის დანით მკვლელობის და მარტში ტორონტოში აშშ-ის საკონსულოს შენობაზე სროლის უკან. ამერიკული გამოცემა წერს, რომ ალ-საადიმ დააარსა ტურისტული სააგენტო, რომელიც სპეციალიზირებული იყო რელიგიურ მოგზაურობებში, რაც მას საშუალებას აძლევდა, ემოგზაურა მთელ მსოფლიოში „ტერორისტულ უჯრედებთან დასაკავშირებლად".
მსგავსი სიახლეები
United Airlines-ის თვითმფრინავის მგზავრმა 11 კილომეტრის სიმაღლეზე კარის გაღება სცადა - თვითმფრინავი იძულებით დაეშვა
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით თურქეთში ერაყის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის ხელისუფლებამ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონზე გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
ჩინეთში, შანსის პროვინციაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა
,,უკრაინა იმსახურებს თანასწორ უფლებებს''- ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართა
აბას არაღჩი - მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი აშშ-ის ღალატი, წინააღმდეგობრივი პოზიციები და გადაჭარბებული მოთხოვნებია
ფრანგმა გამომძიებლებმა კორუფციის საქმეზე ელისეს სასახლე გაჩხრიკეს
მედია - რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა
აშშ-ში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები მწვანე ბარათის მისაღებად განაცხადის გაკეთებას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეძლებენ - Reuters
„როსპოტრებნადზორმა“ სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“ რუსეთში იმპორტი შეაჩერა
„თალიბანი“ ბავშვთა ქორწინება აკანონებს - გაუქმდა მინიმალური ასაკობრივი ზღვრი
პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს კრძალავს
ტულსი გაბარდი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
პუტინმა უკრაინა ლუგანსკში სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედროებს საპასუხო ზომების მომზადება დაავალა
მარკო რუბიო - ნატო ევროპისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ღირებული უნდა იყოს აშშ-ისთვისაც
პეტერ მადიარი: პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო პლატფორმამ საკუთარი დავალება ვერ შეასრულა და უკრაინის მთლიანობა და სუვერენიტეტი ვერ დაიცვა
ანდრეი სიბიგა - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა კლასტერი 2026 წლის ივნისამდე უნდა გაიხსნას, ორბანის მთავრობის შექმნილი პოლიტიკური დაბრკოლება მოხსნილია
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ რუსეთთან არ ვიკამათებთ, არ ვიბრძოლებთ, რუსეთი ზესახელმწიფოა და მას პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ
უნგრეთის ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ პოლონეთში დამატებით 5000 ჯარისკაცს გაგზავნის