შიო მესამე - სულიწმინდას ვევედრებით, მოგვცეს დიდი მადლი ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგებისა, მოგვცეს მადლი ქვეყნის გამთლიანების, რათა ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში

ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში. ღვთის ძალით და მადლით ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.


უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ ქადაგებისას მრევლს წმინდა სიმონ კანანელის ხსენების დღე და აფხაზეთობა მიულოცა.


„გილოცავთ დღევანდელ დღეს - აფხაზეთობას, წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის ხსენებას. მოგეხსენებათ, ეს დღესასწაული დააფუძნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. დღეს ჩვენ შევასრულეთ პარაკლისი და პანაშვიდი, ვილოცეთ აფხაზეთისთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის. აფხაზეთში, სამაჩაბლოში ბრძოლის ველზე მომწყდართათვის, ქართველებისთვისაც, აფხაზებისთვისაც, ოსებისთვისაც, ვილოცეთ ჩვენი გამთლიანებისთვის, ჩვენი შერიგებისთვის. ვფიქრობთ დღეს ჩვენს დევნილებზეც, რომლებიც განდევნილნი იყვნენ ეთნიკური ნიშნით, შეიძლება ასე ითქვას, და ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში. მაგრამ ვფიქრობთ რა ყოველივე ამაზე, ჩვენც ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ადამიანური ძალისხმევით ამის მიღწევა შეუძლებელია. უკვე რამდენი წელი გავიდა, რას არ ვცდილობთ, მაგრამ ვრწმუნდებით იმაში, რომ თუ არა ღვთის დიდი ძალა და მადლი, ეს არ მოხდება, როგორც ყოველი დიდი საქმე. მარტო ადამიანური ძალებით, როგორც ამბობს უფალი, ხომ გახსოვთ? - „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი" (ინ. 15, 5). ღვთის ძალით და მადლით კი ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ჩვენ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები. აი, როდესაც ადამიანი, ვთქვათ, ლოცულობს რაიმე პირადი პრობლემის გამო, პირადი საქმისთვის, იგი აუცილებლად უნდა ეცადოს, გამოსწორდეს, რაღაც ცოდვები გამოასწოროს, მანკიერებები, რომლებიც უშლის მას უფალთან დაახლოებაში, მადლის მიღებაში. ამ ნაბიჯებს თუ გადადგამს, უფალი მას აუცილებლად ეხმარება, მაგრამ როდესაც ლოცულობს მთელი ერი ან დიდი რაოდენობა ხალხის, იქაც, შესაბამისად, ეს სულიერი ცხოვრების კანონია, მაშინ ეს სიმრავლე ხალხისა უნდა ცდილობდეს, გამოასწოროს ის მანკიერებები და ცოდვები, რომლებიც ხალხში ტრიალებს. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ, ვიმეორებ, დიდი მადლი გადმოვიდეს ჩვენზე, გამთლიანების, გადარჩენისა და გაერთიანების მადლი. ამაზე იყო საუბარი დღევანდელ საღვთო ლიტურგიაზე წაკითხულ სახარებაშიც.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით პერიოდში ქრისტეს ზეცად ამაღლებიდან სულთმოფენობამდე. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ესაუბრებოდა მოციქულებს იმის შესახებ, რომ მას მოუწევდა თავის ზეციერ მამასთან წასვლა და მათი დატოვება. რა თქმა უნდა, მოციქულები ამის გამო ძალიან წუხდნენ. დღეს წაკითხულ საუბარში, ისევე, როგორც სხვაგან, უფალი მათ ძალიან სანუგეშო სიტყვებს ეუბნება. მაგალითად, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის წავა და ამაღლდება ზეცად, ისინი დიდ სასწაულებს მოახდენენ, ისეთივე სასწაულებს მოახდენენ, როგორც თვითონ ახდენდა. მეტიც, უფრო მეტსაც მოახდენთ, ოღონდ თუ დაიცავთ ჩემს რწმენას, - ამბობს უფალი. ისინი მეტ სასწაულს მოახდენენ არა იმიტომ, რომ იესო ქრისტეზე მეტნი გახდებიან, აღმატებულნი იქნებიან, არამედ იმიტომ, რომ როდესაც უფალი სრულად შევა საღვთო დიდებაში, განდიდდება და ამ საღვთო ძალაუფლებას, ხელმწიფებას სრულად დაეუფლება, მაშინ უფრო მეტ სასწაულებს მოახდენს თვითონ უფალი სულიწმინდის ძალით და თავისი მოწაფეების მეშვეობით.

უფალი ასევე ეუბნება მათ, რომ თქვენ შეგეძლებათ, ღმერთს მიმართოთ ლოცვით, იესო ქრისტეს სახელით (რაც აქამდე არ ხდებოდა) და ღმერთი ყველა თქვენს თხოვნას შეასრულებს. კიდევ ერთი დიდი ნუგეში მისი არის ის, რომ მან აღუთქვა მოწაფეებს სულიწმინდის მოვლინება, მაგრამ აქაც პირობას აყენებს: „დაიცავით ჩემი მცნებები და მე შევთხოვ ზეციერ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშინისმცემელს, რომელიც მარადიულად თქვენთან იქნება, საუკუნოდ თქვენთან იქნება" (ინ. 14, 15-16).

„ნუგეშინისმცემელს" უფალი უწოდებს სულიწმინდას, ვინაიდან ის იქნება ქრისტეს ამაღლების შემდეგ ქრისტეს ნაცვლად ჩვენი წინამძღოლი, მფარველი, ნუგეშინისმცემელი. ასევე უფალი ეუბნება მათ ასეთ რამეს: გარდა იმისა, რომ მოგივლენთ ნუგეშინისმცემელს, მექნება თქვენთან უმჭიდროესი კავშირი, მუდამ ვიქნები თქვენთან, „არ დაგტოვებთ თქვენ ობლად" (ინ. 14, 18). აი, ეს საოცარი მონაკვეთია დღეს სახარებიდან წაკითხული. „მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28, 20) და თქვენც, ჩემთან ერთობით, როგორც სიცოცხლის წყაროსთან, იქნებით ცოცხალნი ყოველთვის. აი, ასეთი სანუგეშო სიტყვები იყო წაკითხული, ძვირფასო ძმებო და დებო. უნდა გვახსოვდეს, რომ სულიწმინდა ეკლესიას მიეცა სამარადჟამოდ, ის განუწყვეტლივ მოქმედებს ეკლესიაში, ქრისტიანების გულში, თუ, რა თქმა უნდა, რწმენას იცავენ და სარწმუნოებით ცხოვრობენ ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებში, თუ ასევე რწმენით ვიღებთ მათ, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „მადლით ხართ გამოხსნილები და ეს არ არის თქვენგან, არამედ ღვთის ნიჭია" (ეფეს. 2, 8-9).

ეს არის ნიჭი ნუგეშინისმცემელი სულიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ველოდებით რამდენიმე დღეში, სულ ერთ კვირაში იქნება სულთმოფენობის დღესასწაული. ჩვენ მას ვევედრებით, რომ მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენ შორის, განგვწმინდოს, გაგვაძლიეროს, აცხონოს ჩვენი სულები და მოგვცეს დიდი მადლი ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგებისა და იმ ძმური სიყვარულის აღდგენისა, რომელიც იყო საუკუნეების განმავლობაში ჩვენ შორის; მადლი იმისა, რომ აღარასდროს განმეორდეს ასეთი საშინელი ძმათა მკვლელი ომი, რომლის სავალალო შედეგებს დღემდე ვიმკით; მოგვცეს მადლი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში. ამინ!

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან" მონუმენტთან მდებარე სკვერში და ახალქალაქში, ცენტრალურ პარკში", - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

 





მსგავსი სიახლეები
შიო მესამე - სულიწმინდას ვევედრებით, მოგვცეს დიდი მადლი ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგებისა, მოგვცეს მადლი ქვეყნის გამთლიანების, რათა ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში
ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში - შიო III
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმრის წერილს აქვეყნებს
,,დიუშენის ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის აბსოლუტურად გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება და მკურნალობას არ ექვემდებარება''- გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 მაისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი
ცოფზე დაკვირვების მიზნით თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"სრულიად საქართველოს, ყველას, ვისთვისაც აფხაზეთი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავ „აფხაზეთობას"!- თეა ახვლედიანი
23 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ჯანდაცვის მინისტრი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის პრაქტიკას გაეცნო - შვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია
23 მაისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს - ემოციის მიღმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო
,,დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ''- შალვა პაპუაშვილი
ბაქო-თბილისი-ბაქოს განახლებულ სარკინიგზო მარშრუტზე უმოკლეს ვადაში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა
მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
შიო მესამე - მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა
რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო
კახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა