თეთრ სახლთან ორმხრივი ცეცხლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთი თავდამსხმელია - რა ინფორმაცია ვრცელდება

 

შაბათს საღამოს თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

ინციდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის ჩაკეტვა და უსაფრთხოების ძალების საგანგებო მობილიზება გამოიწვია. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა, კეშ პატელმა დაადასტურა, რომ ბიუროს აგენტები ადგილზე საიდუმლო სამსახურთან ერთად მუშაობენ.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ინციდენტი მე-17 ქუჩისა და პენსილვანიის ავენიუს კვეთაზე, თეთრი სახლიდან სულ რაღაც ერთი კვარტლის მოშორებით მოხდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილია ორი პირი. საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს თავდამსხმელის მიმართულებით, რის შედეგადაც თავად ეჭვმიტანილი დაიჭრა.

სროლის დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, შემთხვევითი გამვლელი იყო. ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

 

 





მსგავსი სიახლეები
აშშ-სა და ირანს შორის ახალი შეთავაზება 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების დროს ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებს - მედია
თეთრ სახლთან ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი მოკლულია
რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა განახორციელა
,,ირანში ტრამპის განცხადებას სამშვიდობო შეთანხმების შესახებ არ ადასტურებენ'' - ირანულ მედია
თეთრ სახლთან ორმხრივი ცეცხლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთი თავდამსხმელია - რა ინფორმაცია ვრცელდება
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთის რუკა, სადაც ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის დროშაა გამოსახული - „ახლო აღმოსავლეთის შეერთებული შტატები?“
დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმებასა და დაბომბვას შორის გადაწყვეტილება 50/50-ზეა, ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი მოხდება
მარკო რუბიო - ირანის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი მიღწეულია
,,დასავლეთი ჩვენს მოკავშირეებს სათითაოდ იტაცებს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში''- ლავროვი
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-მა თითქმის მთლიანად გამორიცხა ისრაელი ირანთან მოლაპარაკებებიდან
United Airlines-ის თვითმფრინავის მგზავრმა 11 კილომეტრის სიმაღლეზე კარის გაღება სცადა - თვითმფრინავი იძულებით დაეშვა
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით თურქეთში ერაყის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის ხელისუფლებამ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონზე გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
ჩინეთში, შანსის პროვინციაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა
,,უკრაინა იმსახურებს თანასწორ უფლებებს''- ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართა
აბას არაღჩი - მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი აშშ-ის ღალატი, წინააღმდეგობრივი პოზიციები და გადაჭარბებული მოთხოვნებია
ფრანგმა გამომძიებლებმა კორუფციის საქმეზე ელისეს სასახლე გაჩხრიკეს
მედია - რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა
აშშ-ში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები მწვანე ბარათის მისაღებად განაცხადის გაკეთებას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეძლებენ - Reuters
„როსპოტრებნადზორმა“ სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“ რუსეთში იმპორტი შეაჩერა