,,ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთიდან ექსპორტ-იმპორტისთვის უკვე ღიაა და მადლობა ქართველ და თურქ პარტნიორებს''- ნიკოლ ფაშინიანი
ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის მსგავსად, სომხეთიდან ექსპორტისა და იმპორტისთვის უკვე ღიაა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთს მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ეს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდი მოვლენაა.
„მადლობა ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში", - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.
ფაშინიანის თქმით, დღეს სომხეთს რკინიგზით კავშირი აქვს რუსეთთან საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით და ჩინეთთან რუსეთისა და ყაზახეთის ტერიტორიის გავლით, ამჟამად კი მას ასევე აქვს რკინიგზით კავშირი ევროკავშირთან საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიის გავლით.
„უახლოეს მომავალში მოხდება სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის და შემდეგ ნახჭევანის გავლით სომხეთ-ირანის რკინიგზის გახსნა. ამ მოვლენებს უახლოეს მომავალში „ტრამპის მარშრუტის" პროექტის განხორციელების შედეგად ვიხილავთ", - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.
მსგავსი სიახლეები
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეზღუდულია
,,ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთიდან ექსპორტ-იმპორტისთვის უკვე ღიაა და მადლობა ქართველ და თურქ პარტნიორებს''- ნიკოლ ფაშინიანი
დღეს მეფე მირიანის და დედოფალ ნანას ხსენების დღეა
24 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
შიო მესამე - სულიწმინდას ვევედრებით, მოგვცეს დიდი მადლი ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგებისა, მოგვცეს მადლი ქვეყნის გამთლიანების, რათა ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში
ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში - შიო III
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმრის წერილს აქვეყნებს
,,დიუშენის ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის აბსოლუტურად გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება და მკურნალობას არ ექვემდებარება''- გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 მაისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი
ცოფზე დაკვირვების მიზნით თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"სრულიად საქართველოს, ყველას, ვისთვისაც აფხაზეთი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავ „აფხაზეთობას"!- თეა ახვლედიანი
23 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ჯანდაცვის მინისტრი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის პრაქტიკას გაეცნო - შვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია
23 მაისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს - ემოციის მიღმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო
,,დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ''- შალვა პაპუაშვილი