ზელენსკიმ მერცის წინადადება უარყო და უკრაინისთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა მოითხოვა

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ინიციატივა, რომელიც კიევისთვის ევროკავშირში ხმის უფლების გარეშე, „ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ყოფნა ევროპულ ოჯახში მხოლოდ სრულფასოვანი და ყველა უფლების მქონე უნდა იყოს.

ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილში გერმანიის კანცლერმა მერცმა წამოაყენა იდეა, რომ უკრაინას ეს დროებითი სტატუსი გაწევრიანების ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების პერიოდში მიენიჭოს.

„ასოცირებული წევრობის" გეგმა უკრაინას საშუალებას მისცემდა, დასწრებოდა ევროკავშირის სამიტებს, ჰყოლოდა საკუთარი წარმომადგენელი ევროკომისიაში და ესარგებლა ევროკავშირის ბიუჯეტის გარკვეული ნაწილით, თუმცა, მას გადაწყვეტილებების მიღებისას ხმის მიცემის უფლება არ ექნებოდა.

თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა შეახსენა პარტნიორებს, რომ მისი ქვეყანა რუსულ აგრესიასთან ბრძოლით ამჟამად მთელ ევროპას იცავს:

„უკრაინის გარეშე სრულფასოვანი ევროპული პროექტი უბრალოდ ვერ იარსებებს. შესაბამისად, უკრაინის ყოფნა ევროკავშირში უნდა იყოს სრული და ყველა უფლებით აღჭურვილი. უკრაინა დღეს იბრძვის საკუთარი სიცოცხლისთვის, დამოუკიდებლობისთვის და იმ ევროპისთვის, რომელიც ყველაზე დიდხანს ცხოვრობდა მშვიდობაში", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა 27-წევრიან ბლოკს მოუწოდა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი კიდევ უფრო დააჩქარონ და წინ წაწიონ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,თავდამსხმელს ძალადობრივი წარსული ჰქონდა და შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფასი შენობით შეპყრობილიც იყო''- დონალდ ტრამპი
ზელენსკიმ მერცის წინადადება უარყო და უკრაინისთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა მოითხოვა
აშშ-სა და ირანს შორის ახალი შეთავაზება 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების დროს ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებს - მედია
თეთრ სახლთან ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი მოკლულია
რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა განახორციელა
,,ირანში ტრამპის განცხადებას სამშვიდობო შეთანხმების შესახებ არ ადასტურებენ'' - ირანულ მედია
თეთრ სახლთან ორმხრივი ცეცხლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთი თავდამსხმელია - რა ინფორმაცია ვრცელდება
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთის რუკა, სადაც ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის დროშაა გამოსახული - „ახლო აღმოსავლეთის შეერთებული შტატები?“
დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმებასა და დაბომბვას შორის გადაწყვეტილება 50/50-ზეა, ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი მოხდება
მარკო რუბიო - ირანის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი მიღწეულია
,,დასავლეთი ჩვენს მოკავშირეებს სათითაოდ იტაცებს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში''- ლავროვი
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-მა თითქმის მთლიანად გამორიცხა ისრაელი ირანთან მოლაპარაკებებიდან
United Airlines-ის თვითმფრინავის მგზავრმა 11 კილომეტრის სიმაღლეზე კარის გაღება სცადა - თვითმფრინავი იძულებით დაეშვა
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით თურქეთში ერაყის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის ხელისუფლებამ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონზე გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
ჩინეთში, შანსის პროვინციაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა
,,უკრაინა იმსახურებს თანასწორ უფლებებს''- ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართა
აბას არაღჩი - მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი აშშ-ის ღალატი, წინააღმდეგობრივი პოზიციები და გადაჭარბებული მოთხოვნებია
ფრანგმა გამომძიებლებმა კორუფციის საქმეზე ელისეს სასახლე გაჩხრიკეს
მედია - რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა