თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას Tbilisi Art Fair 2026-ს ესტუმრა, რომელშიც თბილისის მერიის „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი" მონაწილეობს.
კახა კალაძემ საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორ ლიკა ჭკუასელთან ერთად დაათვალიერა გამოფენა-ბაზრობა, რომელშიც, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური გალერეები და დამოუკიდებელი ხელოვანები მონაწილეობენ.
თბილისის მერიის საჯარო ხელოვნების ფონდის სტენდზე წარმოდგენილია ფონდის 2024-2026 წლების პროგრამის შეჯამება. კერძოდ, ასახულია როგორც შესრულებული პროექტები, ასევე მიმდინარე სიახლეები და ინიციატივები, რომლებიც 2026 წლის ბოლომდე განხორციელდება.
საჯარო ხელოვნების ფონდის პროექტების მენეჯერის ელენე კაპანაძის თქმით, ასეთ სახელოვნებო ღონისძიებაში მონაწილეობა ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება სახელოვნებო კალენდარში. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა გალერეა, სხვადასხვა თაობის ხელოვანები, მათ შორის არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ხელოვანები. ვფიქრობ, „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდისთვის" მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება", -აღნიშნა ელენე კაპანაძემ.
ფონდის სტენდის ავტორია აქრიტექტორი დავით ბროდსკი, ხოლო დიზაინი და ექსპოზიცია შთაგონებულია შოთა იათაშვილის ლექსით „დიაგონალი".
საერთაშორისო ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026 დღეს დაიხურება.
მსგავსი სიახლეები
თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეზღუდულია
,,ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთიდან ექსპორტ-იმპორტისთვის უკვე ღიაა და მადლობა ქართველ და თურქ პარტნიორებს''- ნიკოლ ფაშინიანი
დღეს მეფე მირიანის და დედოფალ ნანას ხსენების დღეა
24 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
შიო მესამე - სულიწმინდას ვევედრებით, მოგვცეს დიდი მადლი ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგებისა, მოგვცეს მადლი ქვეყნის გამთლიანების, რათა ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში
ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში - შიო III
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმრის წერილს აქვეყნებს
,,დიუშენის ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის აბსოლუტურად გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება და მკურნალობას არ ექვემდებარება''- გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 მაისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი
ცოფზე დაკვირვების მიზნით თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"სრულიად საქართველოს, ყველას, ვისთვისაც აფხაზეთი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავ „აფხაზეთობას"!- თეა ახვლედიანი
23 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ჯანდაცვის მინისტრი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის პრაქტიკას გაეცნო - შვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია
23 მაისის ამინდის პროგნოზი