დონალდ ტრამპი - ჩვენი ურთიერთობა ირანთან ბევრად უფრო პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება, თუმცა მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის, ბომბის შემუშავება ან შეძენა
ჩვენი ურთიერთობა ირანთან ბევრად უფრო პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება, თუმცა, მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის, ბომბის შემუშავება ან შეძენა, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაში.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის მიერ დადებული ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეთანხმება იყო ირანის ბირთვული შეთანხმება, რომელიც წარადგინეს და ხელი მოაწერეს ბარაკ ჰუსეინ ობამამ და ობამას ადმინისტრაციის რიგითმა არაპროფესიონალებმა, რაც, მისი თქმით, იყო პირდაპირი გზა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავებისკენ.
ტრამპის მტკიცებით, სიტუაცია სრულიად განსხვავებულია მისი ადმინისტრაციის მიერ ირანთან ამჟამად განხილული გარიგების შემთხვევაში.
„მოლაპარაკებები მოწესრიგებულად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს და მე ჩემს წარმომადგენლებს ვაცნობე, რომ არ იჩქარონ შეთანხმების მიღწევა, რადგან ეს დრო ჩვენს მხარესაა. ბლოკადა სრული ძალით დარჩება მანამ, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, დამოწმებული და ხელმოწერილი. ორივე მხარემ არ უნდა იჩქაროს და ყველაფერი სწორად გააკეთოს. შეცდომები არ შეიძლება! ჩვენი ურთიერთობა ირანთან გაცილებით პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება. თუმცა, მათ უნდა გაიგონ, რომ მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ან ბომბის შემუშავება ან შეძენა. მინდა მადლობა გადავუხადო ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანას მათი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება და გაძლიერდება მათი მიერ ისტორიული აბრაამის შეთანხმებების ქვეყნებთან შეერთებით და, ვინ იცის, იქნებ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამაც მოისურვოს შეერთება", - აცხადებს დონალდ ტრამპი.
მსგავსი სიახლეები
სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა ალექსანდრე ლუკაშენკო გააფრთხილა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში არ ჩაერთოს - მედია
მედიის ცნობით, გამოკითხული გერმანელების 72% მიიჩნევს, რომ ბუნდესვერს არ შეუძლია, თავდასხმის შემთხვევაში ქვეყანა დაიცვას
მასუდ ფეზეშქიანი - რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა ისრაელია, რომელიც „დიდი ისრაელის“ გეგმას მისდევს
,,ირანთან ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება უნდა გამორიცხავდეს ბირთვულ საფრთხეს''- ბენიამინ ნეთანიაჰუ
დონალდ ტრამპი - ჩვენი ურთიერთობა ირანთან ბევრად უფრო პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება, თუმცა მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის, ბომბის შემუშავება ან შეძენა
სამედიცინო ცენტრიდან ებოლას ვირუსით ინფიცირებული პაციენტები გაიქცნენ (კონგო)
მედიის ცნობით, უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა ნავთობის სატუმბ სადგურზე, რომელიც მოსკოვის რეგიონს საწვავით ამარაგებს
,,თავდამსხმელს ძალადობრივი წარსული ჰქონდა და შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფასი შენობით შეპყრობილიც იყო''- დონალდ ტრამპი
ზელენსკიმ მერცის წინადადება უარყო და უკრაინისთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა მოითხოვა
აშშ-სა და ირანს შორის ახალი შეთავაზება 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების დროს ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებს - მედია
თეთრ სახლთან ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი მოკლულია
რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა განახორციელა
,,ირანში ტრამპის განცხადებას სამშვიდობო შეთანხმების შესახებ არ ადასტურებენ'' - ირანულ მედია
თეთრ სახლთან ორმხრივი ცეცხლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთი თავდამსხმელია - რა ინფორმაცია ვრცელდება
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთის რუკა, სადაც ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის დროშაა გამოსახული - „ახლო აღმოსავლეთის შეერთებული შტატები?“
დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმებასა და დაბომბვას შორის გადაწყვეტილება 50/50-ზეა, ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი მოხდება
მარკო რუბიო - ირანის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი მიღწეულია
,,დასავლეთი ჩვენს მოკავშირეებს სათითაოდ იტაცებს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში''- ლავროვი
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-მა თითქმის მთლიანად გამორიცხა ისრაელი ირანთან მოლაპარაკებებიდან
United Airlines-ის თვითმფრინავის მგზავრმა 11 კილომეტრის სიმაღლეზე კარის გაღება სცადა - თვითმფრინავი იძულებით დაეშვა