კახა კალაძე - კომპანია „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება

საქართველოსა და მსოფლიოს უდიდეს ბლოკჩეინ-პლატფორმას, „ტეზერს" (Tether) შორის სტრატეგიული პარტნიორობა ფართოვდება. თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ნათია თურნავასთან ერთად.

 

დღევანდელი შეხვედრის მთავარ მიზანს ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და იმ ინოვაციური პროექტების განხილვა წარმოადგენს, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებას დაუდებს საფუძველს.

 

ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს ბიზნესსექტორის განვითარებას, შემოდის უცხოური ინვესციტიები და ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება.

 

„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისი მასპინძლობს ღონისძიებას, სადაც ვსაუბრობთ მსოფლიოში ლიდერ, ციფრული ეკონომიკის სიმბოლოდ ქცეულ უმსხვილეს კომპანია „ტეზერთან" თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე. საქართველო, „ტეზერთან" სტრატეგიული პარტნიორობით, დგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს, რაც ქართული ფინანსური ბაზრის ტექნოლოგიურ განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ისახავს მიზნად. მიხარია, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, რომ ასეთი მსხვილი კომპანია შემოდის ქვეყანაში. ეს არის შედეგი იმ ძალისხმევის და გატარებული რეფორმების, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და პარლამენტმა კოორდინირებულად გასწიეს. ეს არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება. რაც მთავარია, ეს არის ქართული ეკონომიკის შეუქცევადი განვითარების გზა", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა კომპანია „ტეზერის" წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან სამომავლო თანამშრომოლობისთვის მზაობა გამოთქვა.

 

„მინდა, წარმატებები ვუსურვო „ტეზერს". ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით აქვთ ამბიციური გეგმები. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და გამოვთქვამთ მზადყოფნას თანამშრომლობისთვის, ხელშეწყობისთვის. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მსგავსი ტიპის ინვესტიციების განხორციელებას ქვეყანაში", - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში მიმოიხილავენ „ტეზერის" საქმიანობას, რომელმაც, 2014 წლიდან მოყოლებული, გლობალურ ფინანსურ ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლები ღონისძიების მონაწილეებს გააცნობენ კომპანიის გლობალურ ხედვასა და სამომავლო გეგმებს, მათ შორის, უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებულ ინიციატივებსა და თანამშრომლობის პოტენციალს.

 

ღონისძიებას „ტეზერის" დამფუძნებელი ჯანკარლო დევაზინი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პაოლო არდოინო, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
კახა კალაძე - კომპანია „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება
პრემიერი - სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1 პროცენტამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ შემცირდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში კომპანია "ტეზერის" შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო აქტიურად არის ჩართული ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
მარიამ ქვრივიშვილი: „აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას"
მარიამ ქვრივიშვილი: „ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში"
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას
მარიამ ქვრივიშვილი: „აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას"
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა 21%-ით, ხოლო კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
საქართველო ITB China ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 4.3 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა
საქსტატი - 2026 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.7 პროცენტით გაიზარდა
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ეკონომიკის სამინისტრო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი კომუნიკეს ავრცელებს
საქსტატი - იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტი 73.5 პროცენტით გაიზარდა
მარიამ ქვრივიშვილი: ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან „სოკართან“
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის 20 წლის ვადით მიწოდებას ითვალისწინებს