ნიკა გვარამია - არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს, არ ვაპირებთ, მორჩილება გამოვუცხადოთ იმას, რაც კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

26 მაისს ვგეგმავთ პროტესტის გადაყვანას ახალ საფეხურზე. ეს მოიცავს კვლავ ბევრი ადამიანის მეშვეობით რეჟიმის გაპროტესტებას, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, „მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ნებისმიერი ინციდენტისგან".

 

„ხვალ 26 მაისია, ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში. ვფიქრობთ, ამ დღეს ყველას განსაკუთრებული მოტივაცია გვაქვს, შევიკრიბოთ და გამოვხატოთ დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი. აქცია, უკვე ორი თვეა, დაანონსებულია და მასზე მუშაობს ოპოზიციური ალიანსი. ორი დღის წინ თბილისის მერიამ გვიპასუხა, რომ რუსთაველი გადაკეტილი იქნება და იქ, რეალურად, აქციის გამართვა მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, ასევე უარი გვითხრა ტექნიკის გადაადგილებაზე, ეკრანისა და გახმოვანების აპარატურაზე. იგივე პასუხი მოვიდა შსს-დან. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთაველი ცარიელი იქნება ჭანტურიას შემდეგ, იქ არაფერი იქნება. ჩვენ ვითხოვთ სწორედ ამ ტერიტორიას, რომელიც თავად შსს-მ განაცხადა, რომ გადაკეტილი და ცარიელი იქნება. ეს ტერიტორია ეკუთვნის მოქალაქეებს, პროტესტის გამოხატვის ადგილია თბილისში. ისტორიულად ზუსტად რუსთაველის გამზირია საპროტესტო ადგილი. 26 მაისს ვგეგმავთ ძალიან ბევრი ადამიანით პროტესტის გადაყვანას უკვე ახალ საფეხურზე. ეს მოიცავს კვლავ ბევრი ადამიანის მეშვეობით რეჟიმის გაპროტესტებას. ჩვენი დამოკიდებულება არის მკაფიო, არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს, რომელიც ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის, ორი თვეა, ცნობილია. იმის გამო, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, თავისი შიშის თუ მისთვის ცნობილი მიზანშეწონილობის გამო შეგვაცვლევინოს გეგმები ჩვენ და საქართველოს მოქალაქეებს, ეს გეგმები არ შეიცვლება. ჩვენი მოთხოვნა ემყარება კონსტიტუციას, მოვახდენთ ჩვენი უფლების სრულად რეალიზაციას. რაც შეეხება ივანიშვილის რეჟიმის ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს და ანტიკონსტიტუციურ შეზღუდვებს, არ ვაპირებთ, მორჩილება გამოვუცხადოთ იმას, რაც კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ხვალ, 19:00 საათზე ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, შემდეგ მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე ბოლომდე ვეცდებით, შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, რისი უფლებაც გვაქვს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ნებისმიერი ინციდენტისგან. აქ იმყოფება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაცია, მასთან შეხვედრები აქვს ოპოზიციას, ასევე თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას და პროცესები გამადიდებელი შუშის ქვეშ არის საქართველოს შიგნით და გარეთ. ყველამ თავი შეიკავოს უკანონო ქმედებისგან, ყველა უკანონობაზე არსებობს პასუხი. ყველამ თავი შეიკავოს ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი და კონსტიტუციურ უფლებებს ემყარება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

გვარამიას ასევე კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის" გეგმებზე.

 

„ჩვენი გეგმები მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, შევძლებთ თუ არა ტექნიკური აღჭურვილობის დამონტაჟებას. ბოლომდე ვეცდებით ჩვენი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას, თუმცა არის ვითარებები, როცა შესაძლებელია, გამოსავალი არ იყოს. ამის გამო, ცხადია, აქციას არ გავაუქმებთ, მაგრამ აქციაზე მივიღებთ იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლის აღსრულებას დავიწყებთ მეორე დღიდან. ასეთი გადაწყვეტილებები იქნება არაერთი და არა მხოლოდ პოლიტიკურ და ანტირეჟიმულ თემებზე. მათ შორის, ვგულისხმობ სოციალურ თემებს. ჩვენი აქტივობები გადადის სხვა ორგანიზაციულ ჩარჩოში და ხელისუფლებაში მოსვლამდეც გარკვეულ საკითხებში წარმატების მიღწევას, ხალხისთვის შვების მოტანას ვაპირებთ", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ადარდებს, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები სრული ფარსია
26 მაისს ეკონომიკის სამინისტრო საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა და ფოთში გამართავს
ნიკა გვარამია - არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს, არ ვაპირებთ, მორჩილება გამოვუცხადოთ იმას, რაც კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში, ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი
ვინ არის ფოლად ომაროვი, ვის გამოც, აშშ-ში მყოფმა გიორგი კანდელაკმა საქართველო ტერორიზმში დაადანაშაულა
ეს მხოლოდ ცუდი საქციელი და დეზინფორმაცია არაა, ესაა პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი - გიორგი ვოლსკი
,,თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს ''- ცოტნე ივანიშვილი
გიორგი კანდელაკის "კვლევაზე" დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს
თბილისის მერია - 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა დაუშვებელი იქნება
,,26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებაზე - წარმოდგენილი განცხადება არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან''- შსს
შალვა ნათელაშვილი: მაკრონი როტშილდების დასმულია, როტშილდების გამოზრდილი ლაწირაკია, რომელმაც შეარცხვინა საფრანგეთი
რაგინდ დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში სულიერების, ზნეობრიობის ნაპერწკალი გააღვივოს და დააყენოს გადარჩენის გზაზე - პატრიარქი
ირაკლი ფავლენიშვილი - 26 მაისს „ოპოზიციური ალიანსის“ აქცია ჩატარდება და ვერანაირი დაბრკოლებით ვერ შეამცირებენ ხალხის რაოდენობას
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
ირაკლი ჭეიშვილი - უკვე რამდენიმე დღეა ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პასუხები მოსთხოვა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღემდე დუმან, მათ შორის ევროკავშირის ელჩი - განცხადებას ვერ აკეთებენ, ეს „დიფ-სთეითის“ გავლენაა
ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა
საქართველო "დიზაინის სამართლის შესახებ" რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებას უერთდება
ირაკლი კობახიძე - მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს, საღამოს წავალთ სახლში და გავაგრძელებთ ბრძოლას უკვე ახალი ძალებით