26 მაისს ეკონომიკის სამინისტრო საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა და ფოთში გამართავს

წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული დღესასწაულია - საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსაც ზეიმობს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს".

 

26 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მრავალფეროვანი კულტურული აქტივობებით, თემატური პავილიონებითა და შემეცნებით-გასართობი სივრცეებით ჩართული იქნება საზეიმო ღონისძიებებში, მათ შორის: ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა და ფოთში.

 

ქუთაისში საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თემატური, საბავშვო გასართობი, შემეცნებითი, სამეწარმეო და გასტრონომიული ზონებით, სპორტული აქტივობებით და თემატური ინსტალაციებით.

 

ქუთაისში ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება წარმოდგენილი ინოვაციური სტენდით. სააგენტო გეგმავს სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის დრონების დემონსტრირებას.

 

თელავში განთავსდება ენერგეტიკასთან დაკავშირებული საგამოფენო ინსტალაციები, იქნება შემეცნებით-გასართობი აქტივობები და ფოტოზონა, საბავშვო გასართობი სივრცე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და საზეიმო კონცერტი. ამ სამზადისში აქტიურადაა ჩართული სამინისტროს სისტემაში შემავალი ენერგეტიკული პროფილის უწყებები და ორგანიზაციები: „საქრუსენერგო", ნავთობის და გაზის კორპორაცია, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა და ენგურჰესი.

 

ასევე თელავში წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფოსტა - მოეწყობა ფოტოზონები და ფოსტის საქმიანობასთან დაკავშირებული ისტორიული საგამოფენო ინსტალაციები, საბავშვო გასართობი სივრცე და ა.შ.

ამბროლაურში სამინისტროს წარმოადგენს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" - აქ ავიაციის თემატიკით მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა, ასევე ინსტალაციები და ფოტოზონა და იმუშავებს საბავშვო გასართობი სივრცე.

 

ფოთში წარმოდგენილი იქნება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ასევე ბათუმის საზღვაო აკადემია. გამოფენილი იქნება ინსტალაციები საზღვაო თემაზე (გემი, შუქურა), წარმოდგენილი იქნება გემის კოსტიუმირებული პერსონალი. მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს საგამოფენო სივრცე, ფოტოზონა და საბავშვო გასართობი სივრცე მასტერკლასებით და თამაშებით.

 

ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია საქართველოს რკინიგზის აქტივობები, მათ შორის, მგზავრებთან გათამაშდება საქართველოს რკინიგზის ისტორიის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინა, 17:10 საათზე კი საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება რკინიგზის სადგურებზე და მატარებლებში.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ადარდებს, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები სრული ფარსია
26 მაისს ეკონომიკის სამინისტრო საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა და ფოთში გამართავს
ნიკა გვარამია - არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს, არ ვაპირებთ, მორჩილება გამოვუცხადოთ იმას, რაც კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში, ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი
ვინ არის ფოლად ომაროვი, ვის გამოც, აშშ-ში მყოფმა გიორგი კანდელაკმა საქართველო ტერორიზმში დაადანაშაულა
ეს მხოლოდ ცუდი საქციელი და დეზინფორმაცია არაა, ესაა პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი - გიორგი ვოლსკი
,,თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს ''- ცოტნე ივანიშვილი
გიორგი კანდელაკის "კვლევაზე" დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს
თბილისის მერია - 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა დაუშვებელი იქნება
,,26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებაზე - წარმოდგენილი განცხადება არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან''- შსს
შალვა ნათელაშვილი: მაკრონი როტშილდების დასმულია, როტშილდების გამოზრდილი ლაწირაკია, რომელმაც შეარცხვინა საფრანგეთი
რაგინდ დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში სულიერების, ზნეობრიობის ნაპერწკალი გააღვივოს და დააყენოს გადარჩენის გზაზე - პატრიარქი
ირაკლი ფავლენიშვილი - 26 მაისს „ოპოზიციური ალიანსის“ აქცია ჩატარდება და ვერანაირი დაბრკოლებით ვერ შეამცირებენ ხალხის რაოდენობას
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
ირაკლი ჭეიშვილი - უკვე რამდენიმე დღეა ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პასუხები მოსთხოვა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღემდე დუმან, მათ შორის ევროკავშირის ელჩი - განცხადებას ვერ აკეთებენ, ეს „დიფ-სთეითის“ გავლენაა
ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა
საქართველო "დიზაინის სამართლის შესახებ" რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებას უერთდება
ირაკლი კობახიძე - მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს, საღამოს წავალთ სახლში და გავაგრძელებთ ბრძოლას უკვე ახალი ძალებით