ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ადარდებს, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები სრული ფარსია
მას შემდეგ, რაც შედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, ჩვენ შევინარჩუნეთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ თვისობრივად გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ოპოზიციას ეს ადარდებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერს კითხვა დაუსვეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „აშშ-ის ადმინისტრაცია მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე არ არის ფოკუსირებული".
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას ეშინია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში გაუმჯობესდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას შორის და ეს შიში ალაპარაკებთ.
„ეს არის რეალური მათი მთავარი მოტივი. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. მას შემდეგ, რაც შედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, ჩვენ შევინარჩუნეთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ თვისობრივად გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, მათ ეს ადარდებთ. მათ ადარდებთ ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, მათი პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება. მათი დავალებაა, რომ პრობლემები შეუქმნან ჩვენს სახელმწიფოს, ამ დავალებასთან წინააღმდეგობაში მოდის ის ტენდენციები, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან. აქედან გამომდინარე, გამოდიან ასეთი განცხადებებით. სრული ფარსია, სიყალბეა მათი ე.წ. პროდასავლური ბუნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ადარდებს, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები სრული ფარსია
26 მაისს ეკონომიკის სამინისტრო საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა და ფოთში გამართავს
ნიკა გვარამია - არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს, არ ვაპირებთ, მორჩილება გამოვუცხადოთ იმას, რაც კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში, ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი
ვინ არის ფოლად ომაროვი, ვის გამოც, აშშ-ში მყოფმა გიორგი კანდელაკმა საქართველო ტერორიზმში დაადანაშაულა
ეს მხოლოდ ცუდი საქციელი და დეზინფორმაცია არაა, ესაა პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი - გიორგი ვოლსკი
,,თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს ''- ცოტნე ივანიშვილი
გიორგი კანდელაკის "კვლევაზე" დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს
თბილისის მერია - 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა დაუშვებელი იქნება
,,26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებაზე - წარმოდგენილი განცხადება არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან''- შსს
შალვა ნათელაშვილი: მაკრონი როტშილდების დასმულია, როტშილდების გამოზრდილი ლაწირაკია, რომელმაც შეარცხვინა საფრანგეთი
რაგინდ დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში სულიერების, ზნეობრიობის ნაპერწკალი გააღვივოს და დააყენოს გადარჩენის გზაზე - პატრიარქი
ირაკლი ფავლენიშვილი - 26 მაისს „ოპოზიციური ალიანსის“ აქცია ჩატარდება და ვერანაირი დაბრკოლებით ვერ შეამცირებენ ხალხის რაოდენობას
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
ირაკლი ჭეიშვილი - უკვე რამდენიმე დღეა ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პასუხები მოსთხოვა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღემდე დუმან, მათ შორის ევროკავშირის ელჩი - განცხადებას ვერ აკეთებენ, ეს „დიფ-სთეითის“ გავლენაა
ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა
საქართველო "დიზაინის სამართლის შესახებ" რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებას უერთდება
ირაკლი კობახიძე - მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს, საღამოს წავალთ სახლში და გავაგრძელებთ ბრძოლას უკვე ახალი ძალებით