საქსტატი - 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 7.1 პროცენტამდე შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, წინა წელთან შედარებით, 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.1 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2025 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.0 პროცენტს გაუტოლდა.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 9.2 პროცენტი შეადგინა (-2.9 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 7.0 პროცენტი (-2.3 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 5.2 პროცენტი (-1.5 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის - 2.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებისათვის 2.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და, შესაბამისად, 7.1 და 7.2 პროცენტი შეადგინა.
2025 წელს მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 5.2 პროცენტი შეადგინა.
2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით, შემცირდა 0.01-ით და 0.34 შეადგინა.
მსგავსი სიახლეები
ვახტანგ ცინცაძე: "2025 წელს სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა - მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ბუნებრივად უზრუნველყოფს სიღარიბის შემცირებას"
ირაკლი კობახიძე - 2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური
საქსტატი - 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 7.1 პროცენტამდე შემცირდა
ირაკლი კობახიძე - მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია
კახა კალაძე - კომპანია „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება
პრემიერი - სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1 პროცენტამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ შემცირდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში კომპანია "ტეზერის" შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო აქტიურად არის ჩართული ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
მარიამ ქვრივიშვილი: „აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას"
მარიამ ქვრივიშვილი: „ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში"
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას
მარიამ ქვრივიშვილი: „აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას"
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა 21%-ით, ხოლო კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
საქართველო ITB China ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 4.3 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა
საქსტატი - 2026 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.7 პროცენტით გაიზარდა
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ეკონომიკის სამინისტრო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი კომუნიკეს ავრცელებს