დიმიტრი მედვედევი - ნიკოლ ფაშინიანი, შესაძლოა, "მტკივნეულად დაეშვას" ევრაზიული კავშირისა და ევროკავშირის სკამებს შორის
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა „რია ნოვოსტისთან" საუბარში განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის კურსი აირჩია.
მედვედევმა თქვა, რომ „ფაშინიანი, შესაძლოა, „მტკივნეულად დაეშვას" ევრაზიულ ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის სკამებს შორის", რადგანაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ერთი მხრივ, ცდილობს ერევნის ევროკავშირში „შეთრევას", ხოლო მეორე მხრივ, წევრობისგან მიღებული სარგებლის შენარჩუნებას".
„ვინმე ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის კურსი აირჩია, ეს პირდაპირ უნდა ვაღიაროთ. მას ჰგონია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობის შორის გაძრომით დასავლეთში ყალბ ავტორიტეტს მოიპოვებს, ჩვენს ქვეყანასთან კავშირების დაკარგვის რისკის ფასად", - განაცხადა მედვედევმა.
ამასთან, მედვედევის თქმით, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთთან, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობები პირდაპირ საფრთხის ქვეშ დააყენა და მის ქმედებებს ექნება შედეგები.
მედვედევმა განაცხადა, რომ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არ დააფასა მოსკოვის მხრიდან „ძმური დახმარებისა და მხარდაჭერის მრავალი მაგალითი" და აირჩია რუსეთისგან დაშორების კურსი.
„მისი სახელმწიფო ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. დღეს მან ჩვენი ურთიერთობები პირდაპირ საფრთხის ქვეშ დააყენა. ფაქტობრივად, გაწყვიტა კავშირები კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასთან, მაშინ როდესაც სწორედ ამ ორგანიზაციის ფარგლებში რუსეთი ყოველთვის მზად არის, დაიცვას სომხეთი მის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ფაშინიანმა უარი თქვა ევრაზიული კავშირის სამიტებში მონაწილეობაზე, ერევანში აგროვებს რუსეთის მტრებს", - განაცხადა რუსეთი უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.
მისივე თქმით, „ეს არ დარჩება მისთვის და მისი ხალხისთვის უპასუხოდ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც", - აღნიშნა მედვედევმა.
მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთს „ბანდერული უკრაინის" გზისკენ უბიძგებს.
„განსაკუთრებით საშიშია, რომ დროებითი ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აქტიურად უბიძგებს თავის სამშობლოს ბანდერული უკრაინის სამწუხარო გზისკენ", - განაცხადა მედვედევმა.
მსგავსი სიახლეები
რუსეთის საგარეო უწყება: ლავროვმა რუბიოს კიევში სამხედრო ობიექტებზე სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა
„სიენენი“ - ირანის ბირთვულ პროგრამასა და სანქციებზე არსებული უთანხმოებები აფერხებს ირანსა და აშშ-ის შორის საბოლოო შეთანხმების დადებას
"ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას სომხეთი მაქსიმუმ 2 წელიწადში დაიწყებს''- ნიკოლ ფაშინიანი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი
რუსეთი კიევში სამხედრო-სამრეწველო ობიექტებსა და გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე მასირებული დარტყმების დაწყებას აანონსებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმების დადების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები „აბრაამის შეთანხმებას“ უნდა შეუერთდნენ
რომის პაპმა მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდა, შეანელონ ხელოვნური ინტელექტის განვითარება
დიმიტრი მედვედევი - ნიკოლ ფაშინიანი, შესაძლოა, "მტკივნეულად დაეშვას" ევრაზიული კავშირისა და ევროკავშირის სკამებს შორის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა
ჩეხეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი დააკავეს - მის ავტომობილში „თეთრი ფერის ნივთიერება" აღმოაჩინეს
მარკო რუბიო - ირანთან ან კარგი შეთანხმება გვექნება, ან სხვაგვარად მოგვიწევს მასთან გამკლავება
მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა -BBC
სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა ალექსანდრე ლუკაშენკო გააფრთხილა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში არ ჩაერთოს - მედია
მედიის ცნობით, გამოკითხული გერმანელების 72% მიიჩნევს, რომ ბუნდესვერს არ შეუძლია, თავდასხმის შემთხვევაში ქვეყანა დაიცვას
მასუდ ფეზეშქიანი - რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა ისრაელია, რომელიც „დიდი ისრაელის“ გეგმას მისდევს
,,ირანთან ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება უნდა გამორიცხავდეს ბირთვულ საფრთხეს''- ბენიამინ ნეთანიაჰუ
დონალდ ტრამპი - ჩვენი ურთიერთობა ირანთან ბევრად უფრო პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება, თუმცა მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის, ბომბის შემუშავება ან შეძენა
სამედიცინო ცენტრიდან ებოლას ვირუსით ინფიცირებული პაციენტები გაიქცნენ (კონგო)
მედიის ცნობით, უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა ნავთობის სატუმბ სადგურზე, რომელიც მოსკოვის რეგიონს საწვავით ამარაგებს
,,თავდამსხმელს ძალადობრივი წარსული ჰქონდა და შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფასი შენობით შეპყრობილიც იყო''- დონალდ ტრამპი