დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმების დადების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები „აბრაამის შეთანხმებას“ უნდა შეუერთდნენ
დონალდ ტრამპმა ირანთან გარიგება „აბრაამის შეთანხმებას" დაუკავშირა, - ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა. ვრცელ პოსტში ტრამპი აცხადებს, რომ თეირანთან შეთანხმება თუ არ შედგება, ომი განახლდება.
„მოლაპარაკებები ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ძალიან კარგად მიმდინარეობს. ეს იქნება ან მართლაც დიდი შეთანხმება ყველასთვის, ან საერთოდ არ იქნება შეთანხმება და მაშინ იქნება დაბრუნება ფრონტზე, სროლა, ოღონდ უფრო მასშტაბურად და ძლიერად, ვიდრე ოდესმე. ეს არავის სურს!" - წერს ტრამპი.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანთან შეთანხმების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები უნდა შეუერთდნენ „აბრაამის შეთანხმებას". ტრამპის თქმით, საუბარია საუდის არაბეთზე, კატარზე, პაკისტანზე, თურქეთზე, ეგვიპტესა და იორდანიაზე.
„შესაძლოა, ერთ ან ორ ქვეყანას ჰქონდეს მიზეზი, რატომაც ვერ მოაწერს ხელს და ეს მისაღები იქნება, მაგრამ უმეტესობა მზად უნდა იყოს, ჰქონდეს ნება და უნარი, რათა ეს შეთანხმება ირანთან კიდევ უფრო ისტორიულ მოვლენად აქციოს, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა", - წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „აბრაამის შეთანხმება" უკვე გახდა ფინანსური, ეკონომიკური და სოციალური წარმატების მომტანი მონაწილე ქვეყნებისთვის - არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, მაროკოს, სუდანისა და ყაზახეთისთვის.
„ამ შეთანხმების წევრებს არასდროს უთქვამთ, რომ შეთანხმებიდან გასვლა ან თუნდაც პაუზის აღება სურთ. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს შეთანხმება მათთვის შესანიშნავი აღმოჩნდა და მომავალში ყველასთვის კიდევ უკეთესი იქნება. ის პირველად 5 000 წლის განმავლობაში, მოუტანს ნამდვილ ძალას, სიმტკიცეს და მშვიდობას ახლო აღმოსავლეთს", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს საუდის არაბეთისა და კატარის შეერთებით „აბრაამის შეთანხმებასთან".
„ეს პროცესი უნდა დაიწყოს იმით, რომ საუდის არაბეთი და კატარი დაუყოვნებლივ მოაწერენ ხელს, ხოლო დანარჩენები მათ მიჰყვებიან. ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, არ უნდა იყვნენ ამ შეთანხმების ნაწილი, რადგან ეს ცუდ განზრახვაზე მიუთითებს", - აღნიშნავს ტრამპი.
ამასთან, ტრამპის არც იმას გამორიცხავს, რომ „აბრაამის შეთანხმებას" ირანიც შეუერთდეს.
„ეს მართლაც განსაკუთრებული რამ იქნებოდა. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც ეს დიდი, მაგრამ მუდმივად კონფლიქტში მყოფი ქვეყნები ოდესმე მოაწერენ ხელს. ვერც წარსულში და ვერც მომავალში ვერაფერი გადააჭარბებს ამას. ამიტომ მე სავალდებულოდ მოვითხოვ, ყველა ქვეყანამ დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი აბრაამის შეთანხმებას. ირანი ხელს თუ მოაწერს თავის შეთანხმებას ჩემთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, დიდი პატივი იქნება მათი ამ უპრეცედენტო მსოფლიო კოალიციაში ხილვა. ახლო აღმოსავლეთი გახდება ერთიანი, ძლიერი და ეკონომიკურად ძლიერი", - წერს ტრამპი.
მსგავსი სიახლეები
რუსეთის საგარეო უწყება: ლავროვმა რუბიოს კიევში სამხედრო ობიექტებზე სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა
„სიენენი“ - ირანის ბირთვულ პროგრამასა და სანქციებზე არსებული უთანხმოებები აფერხებს ირანსა და აშშ-ის შორის საბოლოო შეთანხმების დადებას
"ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას სომხეთი მაქსიმუმ 2 წელიწადში დაიწყებს''- ნიკოლ ფაშინიანი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი
რუსეთი კიევში სამხედრო-სამრეწველო ობიექტებსა და გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე მასირებული დარტყმების დაწყებას აანონსებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმების დადების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები „აბრაამის შეთანხმებას“ უნდა შეუერთდნენ
რომის პაპმა მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდა, შეანელონ ხელოვნური ინტელექტის განვითარება
დიმიტრი მედვედევი - ნიკოლ ფაშინიანი, შესაძლოა, "მტკივნეულად დაეშვას" ევრაზიული კავშირისა და ევროკავშირის სკამებს შორის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა
ჩეხეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი დააკავეს - მის ავტომობილში „თეთრი ფერის ნივთიერება" აღმოაჩინეს
მარკო რუბიო - ირანთან ან კარგი შეთანხმება გვექნება, ან სხვაგვარად მოგვიწევს მასთან გამკლავება
მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა -BBC
სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა ალექსანდრე ლუკაშენკო გააფრთხილა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში არ ჩაერთოს - მედია
მედიის ცნობით, გამოკითხული გერმანელების 72% მიიჩნევს, რომ ბუნდესვერს არ შეუძლია, თავდასხმის შემთხვევაში ქვეყანა დაიცვას
მასუდ ფეზეშქიანი - რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა ისრაელია, რომელიც „დიდი ისრაელის“ გეგმას მისდევს
,,ირანთან ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება უნდა გამორიცხავდეს ბირთვულ საფრთხეს''- ბენიამინ ნეთანიაჰუ
დონალდ ტრამპი - ჩვენი ურთიერთობა ირანთან ბევრად უფრო პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება, თუმცა მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის, ბომბის შემუშავება ან შეძენა
სამედიცინო ცენტრიდან ებოლას ვირუსით ინფიცირებული პაციენტები გაიქცნენ (კონგო)
მედიის ცნობით, უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა ნავთობის სატუმბ სადგურზე, რომელიც მოსკოვის რეგიონს საწვავით ამარაგებს
,,თავდამსხმელს ძალადობრივი წარსული ჰქონდა და შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფასი შენობით შეპყრობილიც იყო''- დონალდ ტრამპი