ზვიად შალამბერიძე: ზოგადად, მთავრობა მშვიდობიანი აქციის ჩატარების წინააღმდეგი არასდროს იქნება

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ „დღის ქრონიკაში" ისაუბრა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუ ამ დღეს რაიმე პროვოკაცია მოხდება, ეს არ იქნება მთავრობის მხრიდან, ეს იქნება თვითონ ოპოზიციის მხრიდან.

„თუ ვინმეს შეუძლია 26 მაისს სიტუაცია არიოს და პროვოკაციები მოაწყოს, ეს არის სწორედ ოპოზიცია და ეს არაერთხელ გვინახავს ჩვენ მათ შეკრებებზე. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ 4 ოქტომბერს, როდესაც „მშვიდობიანი" გადატრიალება მოინდომეს, თუ როგორი მშვიდობიანი გამოუვიდათ. ძალიან კარგად დავინახეთ, რომ არცერთი გადაცდომა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და რა თქმა უნდა, პროვოკაციაც იქ არ ყოფილა. თუ ვინმეს მხრიდან იყო პროვოკაცია, ეს იყვნენ ის ოპოზიციონერები, რომლებიც შესაბამისად ახლა სასჯელს იხდიან და ის ჯგუფი, რომელსაც უნდოდა ზოგადად გადატრიალება და საქართველოს მთავრობის დამხობა. ყველამ საკადრისი სამართლებრივი პასუხი მიიღო. თუ ვინმე შეეცდება პროვოკაციას, ეს არ იქნება მთავრობის მხარე და თუ საიდანმე პროვოკაცია წამოვა, ეს იქნება ისევ და ისევ ოპოზიცია, რაზეც კიდევე ერთხელ ვამბობ, რომ სამართალდამცავი ორგანოებიდან, კანონის ფარგლებში მიიღებენ შესაბამის პასუხს. იმედი მაქვს, აქამდე არ და ვერ მივლენ იმიტომ, რომ მათ არც რაოდენობა ეყოლებათ ადამიანების, რომლებიც მისცემენ ამის გაკეთების საშუალებას. ზოგადად, მთავრობა მშვიდობიანი აქციის ჩატარების წინააღმდეგი არასდროს იქნება, ოღონდ კანონმდებლობის ფარგლებში", - აღნიშნა შალამბერიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ზვიად შალამბერიძე: ზოგადად, მთავრობა მშვიდობიანი აქციის ჩატარების წინააღმდეგი არასდროს იქნება
გია ვოლსკი - ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ
მიხეილ სააკაშვილი - ალიანსის დაანონსებული აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ადარდებს, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები სრული ფარსია
26 მაისს ეკონომიკის სამინისტრო საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა და ფოთში გამართავს
ნიკა გვარამია - არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს, არ ვაპირებთ, მორჩილება გამოვუცხადოთ იმას, რაც კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში, ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი
ვინ არის ფოლად ომაროვი, ვის გამოც, აშშ-ში მყოფმა გიორგი კანდელაკმა საქართველო ტერორიზმში დაადანაშაულა
ეს მხოლოდ ცუდი საქციელი და დეზინფორმაცია არაა, ესაა პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი - გიორგი ვოლსკი
,,თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს ''- ცოტნე ივანიშვილი
გიორგი კანდელაკის "კვლევაზე" დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს
თბილისის მერია - 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა დაუშვებელი იქნება
,,26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებაზე - წარმოდგენილი განცხადება არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან''- შსს
შალვა ნათელაშვილი: მაკრონი როტშილდების დასმულია, როტშილდების გამოზრდილი ლაწირაკია, რომელმაც შეარცხვინა საფრანგეთი
რაგინდ დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში სულიერების, ზნეობრიობის ნაპერწკალი გააღვივოს და დააყენოს გადარჩენის გზაზე - პატრიარქი
ირაკლი ფავლენიშვილი - 26 მაისს „ოპოზიციური ალიანსის“ აქცია ჩატარდება და ვერანაირი დაბრკოლებით ვერ შეამცირებენ ხალხის რაოდენობას
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
ირაკლი ჭეიშვილი - უკვე რამდენიმე დღეა ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პასუხები მოსთხოვა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღემდე დუმან, მათ შორის ევროკავშირის ელჩი - განცხადებას ვერ აკეთებენ, ეს „დიფ-სთეითის“ გავლენაა
ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა