რუსეთი კიევში სამხედრო-სამრეწველო ობიექტებსა და გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე მასირებული დარტყმების დაწყებას აანონსებს

 

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე თანმიმდევრული და სისტემური დარტყმების მიყენებას იწყებენ, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, სამიზნეებს შორის იქნება უპილოტო საფრენი აპარატების დაპროექტების, წარმოების, პროგრამირებისა და მომზადების კონკრეტული ადგილები.

რუსული მხარის მტკიცებით, „ამ დრონებს უკრაინული რეჟიმი ნატოელი სპეციალისტების დახმარებით იყენებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომპონენტების მიწოდებაზე, სადაზვერვო მონაცემების გადაცემასა და მიზანმიმართვაზე".

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ იერიშები ასევე განხორციელდება „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებსა" და სამეთაურო პუნქტებზე.

ვინაიდან აღნიშნული სამხედრო და ადმინისტრაციული ობიექტები მთელ კიევშია გადანაწილებული, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო გაფრთხილება გაავრცელა. უწყება მოუწოდებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინის დედაქალაქი.

ამასთანავე, კიევის მოსახლეობას ეძლევა რეკომენდაცია, „უსაფრთხოების მიზნით, თავი შეიკავონ ზელენსკის რეჟიმის სამხედრო და ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მიახლოებისგან".

 

 





მსგავსი სიახლეები
რუსეთის საგარეო უწყება: ლავროვმა რუბიოს კიევში სამხედრო ობიექტებზე სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა
„სიენენი“ - ირანის ბირთვულ პროგრამასა და სანქციებზე არსებული უთანხმოებები აფერხებს ირანსა და აშშ-ის შორის საბოლოო შეთანხმების დადებას
"ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას სომხეთი მაქსიმუმ 2 წელიწადში დაიწყებს''- ნიკოლ ფაშინიანი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი
რუსეთი კიევში სამხედრო-სამრეწველო ობიექტებსა და გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე მასირებული დარტყმების დაწყებას აანონსებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმების დადების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები „აბრაამის შეთანხმებას“ უნდა შეუერთდნენ
რომის პაპმა მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდა, შეანელონ ხელოვნური ინტელექტის განვითარება
დიმიტრი მედვედევი - ნიკოლ ფაშინიანი, შესაძლოა, "მტკივნეულად დაეშვას" ევრაზიული კავშირისა და ევროკავშირის სკამებს შორის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა
ჩეხეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი დააკავეს - მის ავტომობილში „თეთრი ფერის ნივთიერება" აღმოაჩინეს
მარკო რუბიო - ირანთან ან კარგი შეთანხმება გვექნება, ან სხვაგვარად მოგვიწევს მასთან გამკლავება
მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა -BBC
სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა ალექსანდრე ლუკაშენკო გააფრთხილა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში არ ჩაერთოს - მედია
მედიის ცნობით, გამოკითხული გერმანელების 72% მიიჩნევს, რომ ბუნდესვერს არ შეუძლია, თავდასხმის შემთხვევაში ქვეყანა დაიცვას
მასუდ ფეზეშქიანი - რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა ისრაელია, რომელიც „დიდი ისრაელის“ გეგმას მისდევს
,,ირანთან ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება უნდა გამორიცხავდეს ბირთვულ საფრთხეს''- ბენიამინ ნეთანიაჰუ
დონალდ ტრამპი - ჩვენი ურთიერთობა ირანთან ბევრად უფრო პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება, თუმცა მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის, ბომბის შემუშავება ან შეძენა
სამედიცინო ცენტრიდან ებოლას ვირუსით ინფიცირებული პაციენტები გაიქცნენ (კონგო)
მედიის ცნობით, უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა ნავთობის სატუმბ სადგურზე, რომელიც მოსკოვის რეგიონს საწვავით ამარაგებს
,,თავდამსხმელს ძალადობრივი წარსული ჰქონდა და შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფასი შენობით შეპყრობილიც იყო''- დონალდ ტრამპი