ირაკლი კირცხალია - გიორგი კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს, პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა

 

გიორგი კანდელაკის სახელსა და გვარს როდესაც იგებს ჩვენი საზოგადოება, ყველას გვახსენდება 2012 წლიდან მისი ქმედებები და საქციელი ევროპარლამენტის დერეფნებში. კაბინეტ-კაბინეტ დარბოდა და ითხოვდა, როგორმე საქართველოს არ მიეღო ის ბენეფიტები, რომელიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ. იქნებოდა ეს უვიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულება, კანდიდატის სტატუსი თუ ასე შემდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა.

კირცხალიას კითხვა დაუსვეს გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის" მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაზე. 

კირცხალიას თქმით, „კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს".

„ალბათ ეს არის მისი დავალება და მისი როლი ამ დიდ ჯგუფში. ასევე არ დაგვავიწყდეს ცრუ სტატიები, სადაც ის ერთგვარი თანაავტორი იყო ამ ყველაფრის. არ დაგვავიწყდეს ასევე ის ფაქტი - მგონი, ის და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელსაც ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საელჩომ, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ბილიკების გასაკვალად ​გრანტი გამოუყო. უბრალოდ ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი. ალბათ შემორჩენილია ამ გრანტის თანხიდანაც, ალბათ ერთ-ერთი ფარული პუნქტი იყო ასეთ მოღალატეობრივ ანგარიშებსა და სტატიებზე მუშაობა. ის აგრძელებს, თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს. თამამად შემიძლია ვთქვა ამ ადამიანზე, რომ არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე. პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა. ასე რომ, აგრძელებს თავის დავალებას და პირნათლად ასრულებს, როგორ გამოსდის, თუ რეალურად როგორი კონტრპროდუქტიულია ჩვენი საზოგადოების მხრიდან მათი თითოეული ასეთი ქმედება, ეს არის ჩვენს ქვეყანაში მთავარი. ჩვენ, პირველ რიგში, გვადარდებს ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება და ჩვენი შიდა პოლიტიკა. ნაკლებად გვადარდებს - უბრალოდ სახელი და გვარები ვიცით, იდენტიფიცირებული გვყავს ის აგენტურა, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ სხვადასხვა გზით მოქმედებს. ერთ-ერთი არის ეს ბატონი, რომელიც გარეთ კორიდორ-კორიდორ დარბის, სრული აბსურდის მონახაზებს აკეთებს და შემდეგ სხვადასხვა საშუალებით ამას ავრცელებს. ღალატის კიდე ერთი მაგალითი ვნახეთ კოლექტიური „ნაცის" მხრიდან", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კირცხალია - გიორგი კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს, პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა
ზვიად შალამბერიძე: ზოგადად, მთავრობა მშვიდობიანი აქციის ჩატარების წინააღმდეგი არასდროს იქნება
გია ვოლსკი - ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ
მიხეილ სააკაშვილი - ალიანსის დაანონსებული აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ადარდებს, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები სრული ფარსია
26 მაისს ეკონომიკის სამინისტრო საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა და ფოთში გამართავს
ნიკა გვარამია - არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს, არ ვაპირებთ, მორჩილება გამოვუცხადოთ იმას, რაც კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში, ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი
ვინ არის ფოლად ომაროვი, ვის გამოც, აშშ-ში მყოფმა გიორგი კანდელაკმა საქართველო ტერორიზმში დაადანაშაულა
ეს მხოლოდ ცუდი საქციელი და დეზინფორმაცია არაა, ესაა პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი - გიორგი ვოლსკი
,,თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს ''- ცოტნე ივანიშვილი
გიორგი კანდელაკის "კვლევაზე" დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს
თბილისის მერია - 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა დაუშვებელი იქნება
,,26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებაზე - წარმოდგენილი განცხადება არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან''- შსს
შალვა ნათელაშვილი: მაკრონი როტშილდების დასმულია, როტშილდების გამოზრდილი ლაწირაკია, რომელმაც შეარცხვინა საფრანგეთი
რაგინდ დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში სულიერების, ზნეობრიობის ნაპერწკალი გააღვივოს და დააყენოს გადარჩენის გზაზე - პატრიარქი
ირაკლი ფავლენიშვილი - 26 მაისს „ოპოზიციური ალიანსის“ აქცია ჩატარდება და ვერანაირი დაბრკოლებით ვერ შეამცირებენ ხალხის რაოდენობას
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
ირაკლი ჭეიშვილი - უკვე რამდენიმე დღეა ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პასუხები მოსთხოვა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღემდე დუმან, მათ შორის ევროკავშირის ელჩი - განცხადებას ვერ აკეთებენ, ეს „დიფ-სთეითის“ გავლენაა