2 წლის ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით საბავშვო ბაღის აღმზრდელი დააკავეს - შსს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს"  -  წერია განცხადებაში

 

 ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ განცხადება თავად საბავშვო ბაღმაც გაავრცელა და სოციალურ ქსელში დაწერა: "თანამშრომელი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, დაიწყო შიდა ადმინისტრაციული პროცედურები და ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით უზრუნველყო ყველა შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულების გადაცემა საგამოძიებო ორგანოებისთვის, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში" 





მსგავსი სიახლეები
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა
საგარეჯოს ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომსახურე პერსონალს წიწაკის სპრეი შეასხეს - რა დეტალებია ცნობილი
გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელმაც მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა ბრალდება წარუდგინა
დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები -საგამოძიებო სამსახური
2 წლის ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით საბავშვო ბაღის აღმზრდელი დააკავეს - შსს
პროკურატურამ თბილისში მომხდარ, განზრახ მკვლელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შიდა ქართლის პოლიციამ ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
,,ლევან ახობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს''- ადვოკატი
თბილისში მკვლელობა მოხდა, დაკავებულია ერთი პირი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია დიდი ოდენობით მარიხუანა
სუს-ის ყოფილი უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
ცოტნე გამსახურდიას მეუღლის მიმართ ადევნების ფაქტზე 56 წლის მამაკაცი მეორედ დააკავეს
ვერ გეტყვით რა არის ამოღებული, გამოძიებისთვის რაც იყო საინტერესო, იმ ნივთების დათვალიერება მოხდა - ლევან ახობაძის ადვოკატი
,,აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი'' - შსს განცხადებას ავრცელებს
მანქანის მძღოლი განმარტავს, რატომ შევარდა საპატრიარქოში
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა