თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, PSP საზოგადოებას ახალი კამპანიით „თავისუფლება გადამდებია" ულოცავს.
თავისუფლების წყურვილი არასდროს ჩერდება ერთ ან ორ ადამიანზე, ის ვირუსივით გადამდებია, ოღონდ ეს ვირუსი საშიში კი არა, პირიქით - ერთადერთი კარგი ვირუსია. სხვადასხვა დროში ამ სულისკვეთების განელების უამრავი მცდელობა ყოფილა, თუმცა 26 მაისი სწორედ ის დღეა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავისუფლებას ვერ დაამარცხებ, ის გადამდებია.
„PSP-სთვის ვირუსებზე საუბარი უჩვეულო არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი სიხარულით და სიამაყით ვსაუბრობთ თავისუფლების ვირუსზე, ყველაზე კარგ ვირუსზე, რომლის გადადებაც სასურველია. ამის გვჯერა და ამას მივუძღვენით წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის კამპანია. „ვირუსის" გამოხატვის ფორმად კი დროშა შევარჩიეთ, როგორც თავისუფლების და სამშობლოს სიყვარულის მთავარი „სიმპტომი". - აცხადებს ანო გოგიჩაძე, PSP-ს მარკეტინგის დირექტორი.
კამპანიაზე შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.
„თავისუფლება, ისევე, როგორც ყველა ვირუსი შეიძლება გავრცელდეს სულ რაღაც ერთი ადამიანისგან, მისი მაგალითით, მისი შთაგონებით. ამის მრავალი დასტური გვაქვს საქართველოს ისტორიაშიც. სწორედ ეს მიგნება გახდა საფუძველი ამ კამპანიისთვის.
ვთქვით, რომ თავისუფლება ვირუსია, ოღონდ თუ სხვა ვირუსებს გაურბიხარ, ამას პირიქით სიხარულით უნდა შევხვდეთ და აღვნიშნოთ მისი გავრცელება. ყველაფერი, რაც ვირუსს გვახსენებდა ავიღეთ და კამპანიისთვის გამოვიყენეთ, ოღონდ უკვე დადებით კონტექსტში: სწრაფი ტესტი, კლასტერების თვლა, სიმპტომები და რაც მთავარია - ბატონი ამირან გამყრელიძე, ადამიანი, რომელმაც ნამდვილად იცის ვირუსის და თავისუფლების ხასიათი. განსაკუთრებული მადლობა მას, რომ დაგვთანხმდა მონაწილეობაზე." - კოკა ქამუშაძე, სააგენტო Playmakers-ის მმართველი პარტნიორი.
PSP-ს შარშანდელ დამოუკიდებლობის კამპანიას, ეპიკურ ოდას თავისუფლებაზე, დიდი საერთაშორისო აღიარება მოჰყვა და ათობით ჯილდოს მფლობელი გახდა შემოქმედებით ფესტივალებზე, მათ შორის მრავალი ოქროს, გრან პრისა და სპეციალური პრიზების.
მსგავსი სიახლეები
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
26 მაისთან დაკავშირებით კვიპროსში უნიკალური ექსპონატი, ერეკლე მეორის მიერ ღვთისმშობლის ხატისთვის შეწირული მანდილი და სხვა ისტორიული არტეფაქტები წარმოადგინეს
26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისის ისტორია
26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
თავისუფლების იდეა ქრისტიანობის ერთ-ერთი უპირველესი იდეაა, საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო თავისუფლების სულისკვეთების მებაირახტრე - მეუფე დანიელი
26 მაისის ამინდის პროგნოზი
შალვა პაპუაშვილი - აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!
ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
"მომავლის ხმა"-სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა
მადრიდში Fuente de Cibeles-ის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში განათდება
25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
25 მაისის ამინდის პროგნოზი
მთავრობის დადგენილებით, ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ
თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეზღუდულია