გივი მიქანაძე: ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის, სარწმუნოების შენარჩუნება და დღეს ღირსეულად განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას - ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
,,დღეს 26 მაისის აღნიშვნა უფრო კიდევ უფრო მასშტაბური და სიმბოლურია, რადგან, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, წელს, მთელი წლის განმავლობაში, აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის 1700 წლის იუბილეს.
ჩვენ უდიდესი კულტურისა და ისტორიის მატარებელი ერი ვართ. სწორედ ჩვენმა რწმენამ მოახდინა ძალიან დიდი გავლენა საქართველოს ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, ჩვენი ერის კულტურულ განვითარებაზე და ღირსეული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე.
არაერთი დიდი იმპერია ვიცით, რომელიც აღარ არსებობს და მათ შესახებ მხოლოდ ისტორიული წყაროებიდან ვიცით. ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა კი შეძლო თავის ქვეყნის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნება. ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგად იქნა მიღწეული, მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად, შეგვინარჩუნეს სამშობლო, რომელიც დღემდე ღირსეულად აგრძელებს განვითარებასა და წინსვლას.
ეს დღე ჩვენია - ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით, მისი ისტორიით, მისი ტრადიციით, იმ განსაკუთრებული ღირებულებითა და ფასეულობებით, რომლითაც საქართველო მართლაც მსოფლიოში გამორჩეულია. მთელ საქართველოს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
მიხეილ ყაველაშვილი: დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი.
მიხეილ ყაველაშვილი: ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე - 26 მაისია
მიხეილ სარჯველაძე: "საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს"
გივი მიქანაძე: ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის, სარწმუნოების შენარჩუნება და დღეს ღირსეულად განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას - ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგია
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
"ვამაყობ ჩვენს ერებს შორის ხანგრძლივი მეგობრობით, გადმოგცემთ საუკეთესო სურვილებს მომავალი წლისთვის"-მიხეილ ყაველაშვილს მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„ისრაელი მზადაა, უფრო გააღრმაოს ურთიერთობები და გააფართოოს თანამშრომლობა, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები“ -ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლატვიის საგარეო უწყება - ლატვია საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს, მტკიცედ ვრჩებით ერთგული საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისადმი
სერბეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება“
მარკო რუბიო - ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს, აშშ ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ
მთელი ჩვენი ისტორია იყო ადგილისთვის ბრძოლის ისტორია - ეს ბრძოლა გრძელდება და ის მოსაგებია - რამაზ საყვარელიძე
ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა
1988 წლის 26 მაისის აქცია იმიტომ იყო საკვანძო მნიშვნელობის, რომ გამოიკვეთა, ჩვენ ვიბრძოდით არა თვითგამორკვევისთვის, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის - ირაკლი ბათიაშვილი
ირაკლი კირცხალია - გიორგი კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს, პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა