მიხეილ სარჯველაძე: "საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს"

26 მაისი განსაკუთრებულად ღირებული თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს აღდგა მრავალი თაობის ნანატრი თავისუფლება. დღეს საქართველო შეუქცევადად განაგრძობს განვითარებას და იმ ადამიანების ოცნებების ასრულებას, ვინც 1918 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა." - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.


მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მიმდინარე გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ სუვერენიტეტის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.


„ძალიან დიდია მნიშვნელობა იმისა, რაც თქვა მერაბ კოსტავამ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წუთითაც არ უნდა შეწყდეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ყოველთვის იქნება საშიშროება დაკავშირებული სუვერენიტეტის მეტ-ნაკლებად ფართომასშტაბიან ან ვიწრომასშტაბიან შეზღუდვასთან. არცერთი ფორმით, არცერთი საშუალებითა და მიზნით არ უნდა იქნეს შეწყნარებული საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაუფრთხილებლობა."- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


„უპირველესად უნდა გავიხსენოთ გრიგოლ ხანძთელი, რომელმაც ქვეყნის იდენტობის მთავარ ფაქტორად დაასახელა რწმენა და ენა. ყველა ქართველი აცნობიერებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიისა და ჩვენი რწმენის ისტორიული მნიშვნელობა. ეს არის სწორედ ის ფაქტორი, რამაც შეგვინარჩუნა უზარმაზარი ძნელბედობების პერიოდში ის, რასაც ქართველობა ჰქვია."- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


მინისტრის განცხადებით, საზოგადოება უნდა ემადლიერებოდეს ისტორიას, კარგად ესმოდეს აწმყო და მომავალს იმედით უყურებდეს.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
მიხეილ ყაველაშვილი: დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი.
მიხეილ ყაველაშვილი: ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე - 26 მაისია
მიხეილ სარჯველაძე: "საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს"
გივი მიქანაძე: ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის, სარწმუნოების შენარჩუნება და დღეს ღირსეულად განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას - ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგია
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
"ვამაყობ ჩვენს ერებს შორის ხანგრძლივი მეგობრობით, გადმოგცემთ საუკეთესო სურვილებს მომავალი წლისთვის"-მიხეილ ყაველაშვილს მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„ისრაელი მზადაა, უფრო გააღრმაოს ურთიერთობები და გააფართოოს თანამშრომლობა, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები“ -ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლატვიის საგარეო უწყება - ლატვია საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს, მტკიცედ ვრჩებით ერთგული საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისადმი
სერბეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება“
მარკო რუბიო - ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს, აშშ ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ
მთელი ჩვენი ისტორია იყო ადგილისთვის ბრძოლის ისტორია - ეს ბრძოლა გრძელდება და ის მოსაგებია - რამაზ საყვარელიძე
ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა
1988 წლის 26 მაისის აქცია იმიტომ იყო საკვანძო მნიშვნელობის, რომ გამოიკვეთა, ჩვენ ვიბრძოდით არა თვითგამორკვევისთვის, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის - ირაკლი ბათიაშვილი
ირაკლი კირცხალია - გიორგი კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს, პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა