მიხეილ ყაველაშვილი: ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე - 26 მაისია
„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენი ისტორიის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვინც დღეს სამშობლოს ერთგულება შეჰფიცეთ და საქართველოს ჯარისკაცის სახელი მოიპოვეთ",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის კი ასეთი დღე 26 მაისია.
„ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე - 26 მაისია. ას რვა წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიომ იხილა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო.
ჩვენმა წინაპრებმა ხმლით, კალმით, ლოცვითა და თავდადებული საქმით დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის წმინდა იდეა და საუკუნეების განმავლობაში გადატანილი არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით! გადავრჩით რადგან გავიმარჯვეთ უმთავრეს ომში, დავიცავით უმაღლესი ღირებულებები - სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა",- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი დედაეკლესიამ შეასრულა.
„ამ ურთულეს გზაზე, ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენმა დედაეკლესიამ, რომელიც საუკუნეები რუდუნებით ინახავს ქართულ ცნობიერებას და თანამედროვე ქაოტურ სამყაროშიც ჩვენი დიდი იმედია. წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ - ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად განუყოფელია ერთმანეთისგან ჩვენი ისტორია და სარწმუნოება. გვეამაყება, რომ ქართული კულტურა საკუთარი ტრადიციების ერთგულებასთან ერთად, სხვისი რწმენის პატივისცემასაც გვასწავლის. საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სიძლიერეს გამოხატავდა სწორედ ის, რომ საქართველო იყო განსხვავებული რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილი",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენს ღვთისკაცებსა და ერისკაცებს, სახელოვნებსა და უსახელოებს
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ირაკლი კობახიძე - დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
მიხეილ ყაველაშვილი: დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი.
მიხეილ ყაველაშვილი: ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე - 26 მაისია
მიხეილ სარჯველაძე: "საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს"
გივი მიქანაძე: ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის, სარწმუნოების შენარჩუნება და დღეს ღირსეულად განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას - ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგია
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
"ვამაყობ ჩვენს ერებს შორის ხანგრძლივი მეგობრობით, გადმოგცემთ საუკეთესო სურვილებს მომავალი წლისთვის"-მიხეილ ყაველაშვილს მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„ისრაელი მზადაა, უფრო გააღრმაოს ურთიერთობები და გააფართოოს თანამშრომლობა, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები“ -ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლატვიის საგარეო უწყება - ლატვია საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს, მტკიცედ ვრჩებით ერთგული საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისადმი
სერბეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება“
მარკო რუბიო - ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს, აშშ ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ
მთელი ჩვენი ისტორია იყო ადგილისთვის ბრძოლის ისტორია - ეს ბრძოლა გრძელდება და ის მოსაგებია - რამაზ საყვარელიძე
ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა