მიხეილ ყაველაშვილი: დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი.

„თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ფონზე, კარგად უნდა გავაცნობიეროთ: დამოუკიდებლობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა - დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა, რაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და განუზომელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მუდამ უნდა გვახსოვდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თითოეული გმირი, პატივი მივაგოთ, შევინარჩუნოთ, დავიცვათ და განვამტკიცოთ მათი მონაპოვარი.

 

„ჩვენ, მუდამ უნდა გვახსოვდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თითოეული გმირი, პატივი მივაგოთ და შევინარჩუნოთ, დავიცვათ და განვამტკიცოთ მათი მონაპოვარი; ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად შევძლოთ ერთიანი, განვითარებული საქართველოს შენება და ჩვენს შვილებს ბევრად უფრო ძლიერი, მტკიცე და თავისუფალი სახელმწიფო დავუტოვოთ!

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას: თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე. თქვენი ენერგია უდიდესი მამოძრავებელი ძალაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ენა, მამული, სარწმუნოება, ოჯახის სიწმინდე - ეს ის მარადიული ღირებულებებია, რომელმაც ჩვენი არსებობა განსაზღვრა.

სწორედ ამ იდეალებზე დაყრდნობით უნდა გახდეთ საუკეთესოები თქვენს მოწოდებაში, რათა ჩვენი სამშობლო უკვდავ იყოს მარადჟამს",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენს ღვთისკაცებსა და ერისკაცებს, სახელოვნებსა და უსახელოებს
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ირაკლი კობახიძე - დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
მიხეილ ყაველაშვილი: დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი.
მიხეილ ყაველაშვილი: ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე - 26 მაისია
მიხეილ სარჯველაძე: "საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს"
გივი მიქანაძე: ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის, სარწმუნოების შენარჩუნება და დღეს ღირსეულად განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას - ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგია
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
"ვამაყობ ჩვენს ერებს შორის ხანგრძლივი მეგობრობით, გადმოგცემთ საუკეთესო სურვილებს მომავალი წლისთვის"-მიხეილ ყაველაშვილს მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„ისრაელი მზადაა, უფრო გააღრმაოს ურთიერთობები და გააფართოოს თანამშრომლობა, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები“ -ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლატვიის საგარეო უწყება - ლატვია საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს, მტკიცედ ვრჩებით ერთგული საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისადმი
სერბეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება“
მარკო რუბიო - ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს, აშშ ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ
მთელი ჩვენი ისტორია იყო ადგილისთვის ბრძოლის ისტორია - ეს ბრძოლა გრძელდება და ის მოსაგებია - რამაზ საყვარელიძე
ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა