26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
მცხეთაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს.
ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში მცხეთა, როგორც ქვეყნის ისტორიული ცენტრი, მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მასპინძლობს. წლევანდელი თარიღი განსაკუთრებულ ისტორიულ კონტექსტსაც ატარებს, რადგან ქვეყანა გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.
საგანგებოდ ამ დღისთვის, ისტორიულ დედაქალაქში, ჯანდაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მრავალფეროვანი საგამოფენო, შემეცნებითი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი.
მცხეთის ცენტრალურ მოედანზე დილიდან უამრავი მოქალაქე იკრიბება, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ჩაერთონ სპეციალურად მათთვის მომზადებულ ინტერაქტიულ პროგრამებში.
განსაკუთრებული აქტივობითა და ხალხმრავლობით გამოირჩევა ბავშვების ზონა, სადაც პატარები ჩართულები არიან სხვადასხვა აქტივობაში და თამაშში. იქვე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში - „პატარა ექიმები" - ბავშვები სამედიცინო ფორმებს ირგებენ, თამაშით ეცნობიან ექიმის პროფესიას და სწავლობენ - როგორ იზრუნონ ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, დიდი ინტერესია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სივრცის მიმართ, სადაც მოქალაქეები გულ-ფილტვის რეანიმაციისა და პირველადი დახმარების წესებს ეუფლებიან.
სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო და შემეცნებით სივრცეებს, მოქალაქეებთან ერთად, ოფიციალური პირებიც სტუმრობენ. ადგილზე იმყოფებიან: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი.
მცხეთაში საზეიმო პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება კულმინაციას 17:10 საათზე მიაღწევს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით საზეიმოდ აჟღერდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - 1 700 წელია, რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მომადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა, რომელსაც ბოროტება და სიძულვილი ვერასოდეს დაამარცხებს
ირაკლი კობახიძე - დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის მიმართ, რომელმაც ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა
შალვა პაპუაშვილი - თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენს ღვთისკაცებსა და ერისკაცებს, სახელოვნებსა და უსახელოებს
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ირაკლი კობახიძე - დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
მიხეილ ყაველაშვილი: დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი.
მიხეილ ყაველაშვილი: ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე - 26 მაისია
მიხეილ სარჯველაძე: "საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს"
გივი მიქანაძე: ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის, სარწმუნოების შენარჩუნება და დღეს ღირსეულად განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას - ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგია
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
"ვამაყობ ჩვენს ერებს შორის ხანგრძლივი მეგობრობით, გადმოგცემთ საუკეთესო სურვილებს მომავალი წლისთვის"-მიხეილ ყაველაშვილს მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„ისრაელი მზადაა, უფრო გააღრმაოს ურთიერთობები და გააფართოოს თანამშრომლობა, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები“ -ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლატვიის საგარეო უწყება - ლატვია საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს, მტკიცედ ვრჩებით ერთგული საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისადმი
სერბეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება“
მარკო რუბიო - ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს, აშშ ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ