შალვა პაპუაშვილი - თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენს ღვთისკაცებსა და ერისკაცებს, სახელოვნებსა და უსახელოებს

საუკუნის წინ აღდგა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, მისი ავტოკეფალია. თუმცა ეკლესიის, როგორც საქართველოს ერთიანი სხეულის საყრდენის აღორძინებას ჩვენი წმინდა პატრიარქის, ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი შრომა დასჭირდა. მისი სასწაულებრივი ღვაწლის ნაყოფი ვიხილეთ ორიოდე კვირის წინ, როდესაც საქართველოს ეკლესიის კრებამ კათოლიკოს-პატრიარქი გამოარჩია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზოგიერთს დღესაც სურს, ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო; ვეყუდნეთ სხვას და არა საკუთარ თავს. მაგრამ, მისი თქმით, ეს არ გამოვა.

 

„ჩვენ ვნახეთ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ავტოკეფალია, ნამდვილი დამოუკიდებლობა, როდესაც ჩვენ თვითონ, ყოველგვარი უცხო მოქმედებისგან თავისუფლად, თავად ვწყვეტთ ჩვენს ბედისწერას.

 

ისტორიის მორიგი ფანჯარა გაიხსნა 35 წლის წინაც, როდესაც დავიბრუნეთ მეორე საყრდენიც, ჩვენი სახელმწიფოებრიობა - ბევრჯერ დაკარგული, მაგრამ არასდროს დავიწყებული იდეა. 35 წელია, ერი და ბერი ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის, დამოუკიდებლად ქცევის და სუვერენიტეტის მოპოვების ეკლიან გზას. გავდივართ ჯიუტად, შეუპოვრად და მტკიცედ.

 

ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო; ვეყუდნეთ სხვას და არა საკუთარ თავს. ეს არ გამოვა. ქართველი ხალხის ნება მტკიცეა. ჩვენი საუკუნოვანი ბრძოლა ეკუთვნის ავტოკეფალურ ეკლესიას და დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ესაა საქართველოს თავისუფლების ფორმულა.

 

ჯარისკაცებო, სწორედ ამიტომ, დღეს, თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა - ჩვენს წმინდა პატრიარქებს და წმინდა მეფეებს, ღვთისკაცებს და ერისკაცებს, სახელოვანებსა და უსახელოებს, მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე, შრომა და რწმენა სამშობლოს მიუძღვნეს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - 1 700 წელია, რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მომადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა, რომელსაც ბოროტება და სიძულვილი ვერასოდეს დაამარცხებს
ირაკლი კობახიძე - დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის მიმართ, რომელმაც ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა
შალვა პაპუაშვილი - თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენს ღვთისკაცებსა და ერისკაცებს, სახელოვნებსა და უსახელოებს
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ირაკლი კობახიძე - დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
მიხეილ ყაველაშვილი: დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი.
მიხეილ ყაველაშვილი: ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე - 26 მაისია
მიხეილ სარჯველაძე: "საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს"
გივი მიქანაძე: ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის, სარწმუნოების შენარჩუნება და დღეს ღირსეულად განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას - ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგია
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
"ვამაყობ ჩვენს ერებს შორის ხანგრძლივი მეგობრობით, გადმოგცემთ საუკეთესო სურვილებს მომავალი წლისთვის"-მიხეილ ყაველაშვილს მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„ისრაელი მზადაა, უფრო გააღრმაოს ურთიერთობები და გააფართოოს თანამშრომლობა, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები“ -ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლატვიის საგარეო უწყება - ლატვია საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს, მტკიცედ ვრჩებით ერთგული საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისადმი
სერბეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება“
მარკო რუბიო - ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს, აშშ ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ