ირაკლი კობახიძე - 1 700 წელია, რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მომადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა, რომელსაც ბოროტება და სიძულვილი ვერასოდეს დაამარცხებს

დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ხალხისა და დიდი მოღვაწეების სიმამაცესა და სიბრძნეს, იმ მარადიულ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნა ეროვნული ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, წელს საქართველო აღნიშნავს 1 700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან.

 

„მოგესალმებით წვევამდელებს, რომლებმაც დღეს საზეიმოდ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე! მოგესალმებით ძვირფასო თანამოქალაქეებო, საზღვარგარეთ მცხოვრებო ჩვენო თანამემამულეებო, ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს. გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!

 

დღეს ჩვენ განსაკუთრებულ თარიღს აღვნიშნავთ - დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ხალხისა და დიდი მოღვაწეების სიმამაცესა და სიბრძნეს, და იმ მარადიულ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნა ეროვნული ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა.

 

წელს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. 326 წელს ქრისტიანობა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად და ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად იქცა. ქრისტიანობამ განსაზღვრა უნიკალური ქართული კულტურა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ასე ვამაყობთ. 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს. ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება და სიძულვილი ვერასოდეს დაამარცხებს.

 

ამ 17 საუკუნის მანძილზე ჩვენ გარშემო იმპერიები ქრებოდა, საქართველომ კი დღემდე შეინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა. რომ არა უფლის მფარველობა და ქართველი ხალხის რწმენა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ, ისტორიის ეს სასწაული ვერ შედგებოდა.

 

გიორგი მერჩულე ამბობდა: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების". საქართველოს ეროვნული იდენტობის ეს ფორმულა ილია ჭავჭავაძემ - წმინდა ილია მართალმა სამი სიტყვით გამოხატა: „მამული, ენა, სარწმუნოება". ეს არის ის სამი უმთავრესი ეროვნული ღირებულება, რომლებსაც თავგანწირვით იცავდნენ ჩვენი წინაპრები და რომლის მტკიცედ დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - 1 700 წელია, რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მომადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა, რომელსაც ბოროტება და სიძულვილი ვერასოდეს დაამარცხებს
ირაკლი კობახიძე - დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის მიმართ, რომელმაც ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა
შალვა პაპუაშვილი - თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენს ღვთისკაცებსა და ერისკაცებს, სახელოვნებსა და უსახელოებს
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ირაკლი კობახიძე - დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
მიხეილ ყაველაშვილი: დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი.
მიხეილ ყაველაშვილი: ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე - 26 მაისია
მიხეილ სარჯველაძე: "საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს"
გივი მიქანაძე: ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის, სარწმუნოების შენარჩუნება და დღეს ღირსეულად განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას - ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგია
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
"ვამაყობ ჩვენს ერებს შორის ხანგრძლივი მეგობრობით, გადმოგცემთ საუკეთესო სურვილებს მომავალი წლისთვის"-მიხეილ ყაველაშვილს მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„ისრაელი მზადაა, უფრო გააღრმაოს ურთიერთობები და გააფართოოს თანამშრომლობა, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები“ -ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლატვიის საგარეო უწყება - ლატვია საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს, მტკიცედ ვრჩებით ერთგული საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისადმი
სერბეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება“
მარკო რუბიო - ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს, აშშ ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ