ირაკლი ჩიქოვანი: „ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება, თანამედროვე რეალობაში გადამწყვეტია სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მთავარ ღონისძიებაზე სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა 1 700 წლის წინ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობასა და ჩვენი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში მის როლზე ისაუბრა: „ამ ისტორიულმა მოვლენამ განსაზღვრა ჩვენი იდენტობა, კულტურა, ცივილიზაციური არჩევანი და კიდევ უფრო განამტკიცა სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია. თანამედროვე რეალობაში, სადაც ტრადიციული ღირებულებისა და ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობა თვალსაჩინოა, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება გადამწყვეტია დამოუკიდებელი და სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად". მინისტრის განცხადებით, ქართული მხედრობა ყოველთვის საქართველოს ისტორიის თანაზიარი იყო, თავდაცვის ძალები, კი რომელიც წელს 35 წლის იუბილეს აღნიშნავს, არა მხოლოდ შეიარაღებული ძალა და თანამედროვე საბრძოლო შესაძლებლობები, არამედ, უპირველესად, ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და თავგანწირვაა.

 

მინისტრმა თანამედროვე საქართველოს სულიერ აღმავლობასა და მარადიული ღირებულებების გაძლიერების საქმეში დიდი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის უდიდესი წვლილი აღნიშნა და საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, შიოს III-ს მიესალმა: „სიმბოლურია, რომ თქვენი აღსაყდრება დაემთხვა ამ საიუბილეო წელს, რაც გვარწმუნებს, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევითა და წინამძღოლობით, სასულიერო დასის ღვაწლით, კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცე და ქრისტიანული ღირებულებები" - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ გუნდის სიმტკიცით, მარადიული იდეალების - მამული, ენა, სარწმუნოება - დაცვით, ერთიან საქართველოში მომავალ თაობებს განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნებათ.

 

 





მსგავსი სიახლეები
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ
ირაკლი ჩიქოვანი - დღეს საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას
დიდი ბრიტანეთის ელჩი-თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონია ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო, საქართველოს თავდაცვის ძალები სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ამაყი დამცველები არიან
ეუთო-ს გენერალური მდივანი მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „საქართველო კვლავაც დიალოგის, თანამშრომლობისა და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების მომხრეა“
მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე
ირაკლი ჩიქოვანი: „ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება, თანამედროვე რეალობაში გადამწყვეტია სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად“
დონალდ ტრამპი, საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ირაკლი კობახიძე - 1 700 წელია, რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მომადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა, რომელსაც ბოროტება და სიძულვილი ვერასოდეს დაამარცხებს
ირაკლი კობახიძე - დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის მიმართ, რომელმაც ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა
შალვა პაპუაშვილი - თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენს ღვთისკაცებსა და ერისკაცებს, სახელოვნებსა და უსახელოებს
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ირაკლი კობახიძე - დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
მიხეილ ყაველაშვილი: დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი.
მიხეილ ყაველაშვილი: ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე - 26 მაისია
მიხეილ სარჯველაძე: "საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს"
გივი მიქანაძე: ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის, სარწმუნოების შენარჩუნება და დღეს ღირსეულად განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას - ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგია
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს