ირაკლი ჩიქოვანი - დღეს საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელი დღე საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ჩიქოვანმა ქვეყნის ეროვნული დღესასწაული ერთიან და მრავალფეროვან, თავისუფლებისა და ღირსების იდეით შეკრულ საზოგადოებას მიულოცა. სიტყვით მიმართვისას მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო რეკრუტები, რომელთაც დღეს საქართველოსთვის დადეს ფიცი და ქართულ ჯარს შეუერთდნენ.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, წელს თავდაცვის ძალები 35 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„თავდაცვის ძალები არა მხოლოდ შეიარაღებული ძალა და თანამედროვე საბრძოლო შესაძლებლობებია, არამედ უპირველესად ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და თავგანწირვაა", - აღნიშნა მინისტრმა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს - გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს და რიგითებს, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს, რეზერვისტებს, დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, ვეტერანებს და ქართული ჯარის მომავალ თაობას - იუნკრებსა და კადეტებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც ქართველი ჯარისკაცების ძლიერების საფუძველია და ქედი მოიხარა დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე. ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ეროვნული გმირი - მერაბ კოსტავა გაიხსენა, რომლის დაბადების დღეც ეროვნულ დღესასწაულს ემთხვევა.

„ადამიანი, რომელმაც ზვიად გამსახურდიასთან და ერთმუშტად შეკრულ ქართველ ხალხთან ერთად შექმნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი. ჩვენი დამოუკიდებელი სამშობლო მის ყველა მოქალაქეს ეკუთნის, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. ის ეკუთნის ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, ისინი აუცილებლად იქნებიან ჩვენი ძლიერი, საერთო საამაყო მომავლის თანაშემოქმედნი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და სიტყვით მიმართვის ბოლოს აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღე ეკუთვნის ყველა პროფესიის წარმომადგენელს, ღვაწლმოსილ უფროს თაობას, უნიჭიერეს ახალგაზრდებსა და ემიგრანტებს, რადგან სწორედ მათი შრომა და მონდომება ქმნის საქართველოს ნათელ მომავალს.

 





მსგავსი სიახლეები
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ
ირაკლი ჩიქოვანი - დღეს საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას
დიდი ბრიტანეთის ელჩი-თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონია ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო, საქართველოს თავდაცვის ძალები სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ამაყი დამცველები არიან
ეუთო-ს გენერალური მდივანი მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „საქართველო კვლავაც დიალოგის, თანამშრომლობისა და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების მომხრეა“
მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე
ირაკლი ჩიქოვანი: „ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება, თანამედროვე რეალობაში გადამწყვეტია სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად“
დონალდ ტრამპი, საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ირაკლი კობახიძე - 1 700 წელია, რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მომადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა, რომელსაც ბოროტება და სიძულვილი ვერასოდეს დაამარცხებს
ირაკლი კობახიძე - დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის მიმართ, რომელმაც ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა
შალვა პაპუაშვილი - თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენს ღვთისკაცებსა და ერისკაცებს, სახელოვნებსა და უსახელოებს
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ირაკლი კობახიძე - დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
მიხეილ ყაველაშვილი: დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი.
მიხეილ ყაველაშვილი: ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე - 26 მაისია
მიხეილ სარჯველაძე: "საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს"
გივი მიქანაძე: ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის, სარწმუნოების შენარჩუნება და დღეს ღირსეულად განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას - ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგია
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს