შიო მესამე - ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები, თითქოს თავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა, ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რწმენა და ზნეობრივი ცხოვრება
თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები, თითქოს თავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა. ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რწმენა, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრება, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პატრიარქმა სიტყვით გამოსვლისას მომავალ თაობას მიმართა. შიო მესამის თქმით, ისინი არიან საქართველოს იმედი და სიმტკიცე.
„როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ ხმობილნი, თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე. ამიტომ მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე. ადამიანს შთააგონებენ, თითქოს თავისუფლება მხოლოდ ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა. სინამდვილეში, ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებების და ვნებების, ვალდებულებაა, აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა. სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს, შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი განმტკიცებისთვის. დაე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობაზე და მშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე, რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება", - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილს ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ფოთის მოსახლეობას მიულოცა
მიხეილ ყაველაშვილს საუდის არაბეთის მეფე და ტახტის მემკვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოზურგეთში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
მიხეილ ყაველაშვილს იტალიის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შიო მესამე - ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები, თითქოს თავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა, ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რწმენა და ზნეობრივი ცხოვრება
შიო მესამე - თავისუფლება არ უნდა ვაქციოთ მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და მემკვიდრეობად, ძლიერი სახელმწიფო შენდება მაშინ, როდესაც ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების, სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
26 მაისთან დაკავშირებით კვიპროსში უნიკალური ექსპონატი, ერეკლე მეორის მიერ ღვთისმშობლის ხატისთვის შეწირული მანდილი და სხვა ისტორიული არტეფაქტები წარმოადგინეს
26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისის ისტორია
26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
თავისუფლების იდეა ქრისტიანობის ერთ-ერთი უპირველესი იდეაა, საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო თავისუფლების სულისკვეთების მებაირახტრე - მეუფე დანიელი
26 მაისის ამინდის პროგნოზი
შალვა პაპუაშვილი - აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!
ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
"მომავლის ხმა"-სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა
მადრიდში Fuente de Cibeles-ის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში განათდება