სომხეთმა და აშშ-მა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი
სომხეთმა და აშშ-მა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი.
კერძოდ, დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა ასევე გააფორმეს ჩარჩო შეთანხმება „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) პროექტზე თანამშრომლობის შესახებ, აგრეთვე, ხელი მოაწერეს მემორანდუმს მინერალური რესურსების მოპოვებისა და განვითარების სფეროში.
ხელმოწერის ცერემონია ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ერევანმა ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე აიყვანა.
„ჩვენ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე ავიყვანეთ და მას „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა" დავარქვით. დღეს ჩვენ შევძელით აშშ-თან TRIPP პროექტის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პარაფირება. მანამდე ჩვენ ასევე მოვაწერეთ ხელი შეთანხმებებს ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარების და ბირთვული ენერგიის სფეროებში. ახლახან მოვაწერეთ ხელი ახალ დოკუმენტს იშვიათი მიწალითონების შესახებ", - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა.
მარკო რუბიო ერევანში ინდოეთიდან ჩავიდა და სომხეთს დღესვე დატოვებს.
მსგავსი სიახლეები
,,რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეჯახების საფრთხე იზრდება''- რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი
სომხეთმა და აშშ-მა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი
ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩეხეთის ინიციატივა უკრაინისთვის ჭურვების გადაცემის შესახებ 18-დან 9 ქვეყანამ დატოვა
რუსეთის საგარეო უწყება: ლავროვმა რუბიოს კიევში სამხედრო ობიექტებზე სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა
„სიენენი“ - ირანის ბირთვულ პროგრამასა და სანქციებზე არსებული უთანხმოებები აფერხებს ირანსა და აშშ-ის შორის საბოლოო შეთანხმების დადებას
"ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას სომხეთი მაქსიმუმ 2 წელიწადში დაიწყებს''- ნიკოლ ფაშინიანი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი
რუსეთი კიევში სამხედრო-სამრეწველო ობიექტებსა და გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე მასირებული დარტყმების დაწყებას აანონსებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმების დადების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები „აბრაამის შეთანხმებას“ უნდა შეუერთდნენ
რომის პაპმა მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდა, შეანელონ ხელოვნური ინტელექტის განვითარება
დიმიტრი მედვედევი - ნიკოლ ფაშინიანი, შესაძლოა, "მტკივნეულად დაეშვას" ევრაზიული კავშირისა და ევროკავშირის სკამებს შორის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა
ჩეხეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი დააკავეს - მის ავტომობილში „თეთრი ფერის ნივთიერება" აღმოაჩინეს
მარკო რუბიო - ირანთან ან კარგი შეთანხმება გვექნება, ან სხვაგვარად მოგვიწევს მასთან გამკლავება
მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა -BBC
სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა ალექსანდრე ლუკაშენკო გააფრთხილა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში არ ჩაერთოს - მედია
მედიის ცნობით, გამოკითხული გერმანელების 72% მიიჩნევს, რომ ბუნდესვერს არ შეუძლია, თავდასხმის შემთხვევაში ქვეყანა დაიცვას
მასუდ ფეზეშქიანი - რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა ისრაელია, რომელიც „დიდი ისრაელის“ გეგმას მისდევს
,,ირანთან ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება უნდა გამორიცხავდეს ბირთვულ საფრთხეს''- ბენიამინ ნეთანიაჰუ
დონალდ ტრამპი - ჩვენი ურთიერთობა ირანთან ბევრად უფრო პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება, თუმცა მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის, ბომბის შემუშავება ან შეძენა