მიხეილ ყაველაშვილს იტალიის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

 

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში სერჯო მატარელა აღნიშნავს, რომ მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, თბილისი და რომი არ ამბობენ უარს ურთიერთთანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობაზე.

"დღეს, როდესაც მეგობარი ქართველი ხალხი აღნიშნავს და ზეიმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას, მსურს გულითადად მოგილოცოთ იტალიის რესპუბლიკის სახელით.

მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, რომელიც კვლავაც დამძიმებულია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგებითა და ჩვენი საზღვრების მახლობლად არსებულ რეგიონებში მრავალრიცხოვანი კრიზისული კერებით, თბილისი და რომი არ ამბობენ უარს ურთიერთთანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობაზე, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მეგობრობის სულისკვეთებით.

ამ წინაპირობებიდან გამომდინარე, იტალია კვლავაც გულდასმით ადევნებს თვალყურს საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ და იმედოვნებს რომ ეს გზა ახალი და მტკიცე იმპულსით გაგრძელდება, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსტრუქციულ ურთიერთქმედებაზე და, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ინტეგრაციის საფუძვლებისა და დემოკრატიული ღირებულებების სრულ ერთგულებაზე.

სასიამოვნოდ ვიხსენებ მილანო-კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე თქვენს მონაწილეობას და ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ გისურვებთ კეთილდღეობას და წარმატებულ მომავალს," - აღნიშნულია იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილს ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ფოთის მოსახლეობას მიულოცა
მიხეილ ყაველაშვილს საუდის არაბეთის მეფე და ტახტის მემკვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოზურგეთში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
მიხეილ ყაველაშვილს იტალიის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შიო მესამე - ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები, თითქოს თავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა, ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რწმენა და ზნეობრივი ცხოვრება
შიო მესამე - თავისუფლება არ უნდა ვაქციოთ მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და მემკვიდრეობად, ძლიერი სახელმწიფო შენდება მაშინ, როდესაც ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების, სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
26 მაისთან დაკავშირებით კვიპროსში უნიკალური ექსპონატი, ერეკლე მეორის მიერ ღვთისმშობლის ხატისთვის შეწირული მანდილი და სხვა ისტორიული არტეფაქტები წარმოადგინეს
26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისის ისტორია
26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
თავისუფლების იდეა ქრისტიანობის ერთ-ერთი უპირველესი იდეაა, საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო თავისუფლების სულისკვეთების მებაირახტრე - მეუფე დანიელი
26 მაისის ამინდის პროგნოზი
შალვა პაპუაშვილი - აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!
ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
"მომავლის ხმა"-სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა
მადრიდში Fuente de Cibeles-ის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში განათდება