დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები -საგამოძიებო სამსახური

დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიების, შპს „ეიაიფორის", შპს „არვიქსის" და შპს „რაპირა გრუპის" მიმართ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

 

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.

 

„გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ეიაიფორი" და შპს „არვიქსი" ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორს, დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლისა და ექვსი თვის ვადით. რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის" უკანონო საქმიანობას, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია ვებგვერდ rapira.net-ის საშუალებით ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული.

 

კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე, აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, აგრძელებს აქტიურ მუშაობას ფინანსურ და კიბერდანაშაულთან ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.

 





მსგავსი სიახლეები
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა
საგარეჯოს ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომსახურე პერსონალს წიწაკის სპრეი შეასხეს - რა დეტალებია ცნობილი
გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელმაც მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა ბრალდება წარუდგინა
დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები -საგამოძიებო სამსახური
2 წლის ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით საბავშვო ბაღის აღმზრდელი დააკავეს - შსს
პროკურატურამ თბილისში მომხდარ, განზრახ მკვლელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შიდა ქართლის პოლიციამ ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
,,ლევან ახობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს''- ადვოკატი
თბილისში მკვლელობა მოხდა, დაკავებულია ერთი პირი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია დიდი ოდენობით მარიხუანა
სუს-ის ყოფილი უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
ცოტნე გამსახურდიას მეუღლის მიმართ ადევნების ფაქტზე 56 წლის მამაკაცი მეორედ დააკავეს
ვერ გეტყვით რა არის ამოღებული, გამოძიებისთვის რაც იყო საინტერესო, იმ ნივთების დათვალიერება მოხდა - ლევან ახობაძის ადვოკატი
,,აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი'' - შსს განცხადებას ავრცელებს
მანქანის მძღოლი განმარტავს, რატომ შევარდა საპატრიარქოში
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა