შალვა პაპუაშვილი - აშშ-თან გვინდა ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ამ მხრივ ჩვენ ღია ვართ
ჩვენი სურვილია, ახალი ფურცლიდან დაიწყოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა, როგორც სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ სტრატეგიული პარტნიორობა ცალმხრივად და უსამართლოდ გააუქმა, რათა საქართველოსთვის ზიანი მიეყენებინა.
„საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას ზიანი ვერ მიაყენა. ის სტრატეგიული პარტნიორობა დამამშვიდებელი პრიზი იყო მიხეილ სააკაშვილისთვის 2009 წელს, 2008 წლის მარცხის შემდეგ. სტრატეგიული პარტნიორობა დამამშვიდებელი პრიზივით მისცეს, რომ ქართველ ხალხს იმავე მომენტში არ გამოეყვანა დიქტატორი სააკაშვილი თავისი კაბინეტიდან. ხელში რაღაც ჰქონოდა, ვითომ, მართალია, ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ ამის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სპეციალური ურთიერთობა მიიღო. ეს ის მეთოდია, რომელსაც დღეს ვაკვირდებით უკრაინასთან მიმართებით, როდესაც ვხედავთ, რომ უკრაინას სთავაზობენ ხან ევროკავშირის ასოცირებულ წევრობას, ხან დაჩქარებულ პროცედურებს. პირდაპირ თქვა გერმანიის კანცლერმა, რომ ეს ყველაფერი მოხდება რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ, რომლის ნაწილიც იქნება ტერიტორიების გასვლა უკრაინის კონტროლიდან. ეს ისტორია აქვს ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორობას", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს აშშ-თან სურს ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე იქნება დაფუძნებული.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე და ამ მხრივ ღია ვართ. დელეგაცია ჩამოსულია, შეხვედრები აქვს და დღესაც ექნებათ. ჩვენს აზრებს ვუზიარებთ. ნებისმიერ ურთიერთობას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვამყარებთ. ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია ამ საკითხს ამერიკის რეალური ინტერესებით თუ მიუდგება, ნახავს, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს შორის იქნება ბევრი თანხვედრა. გამორჩეული პარტნიორობა, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაჩვენებდით, შეიძლება, უკვე ახალი ეტაპით დაიწყოს.
ჩვენ ვართ იქ, სადაც ყოველთვის ვიყავით, ჩვენ არ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოვაწონოთ, არამედ ვმოქმედებთ, რომ რეალური ინტერესების თანხვედრით იყოს აწყობილი ნებისმიერი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. სწორედ ამ პროცესში ვართ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ცდილობს, საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ საკუთარ ინტერესებში გაერკვეს. ვნახოთ, ამერიკის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება, რა ინტერესებია. ჩვენი ინტერესი მარტივია - ჩვენი ინტერესია ქვეყნის გაერთიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ამ ორ შიდა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება საგარეო პოლიტიკური ურთიერთობებიც", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - ის სიგნალები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იმედს გვიტოვებს, რომ ხდება პოლიტიკის გადააზრება საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით
შალვა პაპუაშვილი - აშშ-თან გვინდა ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ამ მხრივ ჩვენ ღია ვართ
გიორგი შარაშიძე - გუშინ დადასტურდა, რომ მხოლოდ ქუჩის პროტესტი ვერ იქნება ხელისუფლების ცვლილების მთავარი ინსტრუმენტი, მშვიდობიან პროტესტთან ერთად საჭიროა პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება
უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოსა და ქართველ ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი ერების ისტორიის განმავლობაში ბევრი რამ გვაერთიანებდა, ორივემ ვიცით თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი
შალვა პაპუაშვილი - გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის და ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას
მიხეილ ყაველაშვილს მაროკოს მეფე მუჰამედ VI საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გაერო-ს 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერებას
ნიკა გვარამია - მინდა, ჩვენი ტელეფონების ანთებით თბილისიდან ერევანში მივესალმოთ მარკო რუბიოს
მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების ლიდერობისთვის და ყველა ქვეყნის, რომელმაც გაეროს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვას მხარი დაუჭირა - ანდრეი სიბიგა
გივი თარგამაძე - ჩვენ საბოლოო ჯამში გამარჯვება გვიწერია, უბრალოდ, სწორი გზები უნდა ვიპოვოთ
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებული იქნებიან, ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
,,სანქცირებული კომპანიები მოქმედებენ რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას''- ეროვნული ბანკი
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რამდენიმე კომპანიას, რომელთა შორისაც სამი საქართველოშია რეგისტრირებული
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გორში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე იმყოფებოდა
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ
ირაკლი ჩიქოვანი - დღეს საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას
დიდი ბრიტანეთის ელჩი-თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონია ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო, საქართველოს თავდაცვის ძალები სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ამაყი დამცველები არიან
ეუთო-ს გენერალური მდივანი მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „საქართველო კვლავაც დიალოგის, თანამშრომლობისა და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების მომხრეა“
მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე
ირაკლი ჩიქოვანი: „ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება, თანამედროვე რეალობაში გადამწყვეტია სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად“