მიხეილ სააკაშვილი - გუშინდელი დღე ჭკუის სასწავლებელი იყო მათთვის, ვინც პროტესტს ბოიკოტი გამოუცხადა, საჭიროა უკეთესი ორგანიზება, თუმცა დიქტატურის მცდელობა, დაენერგა ნიჰილიზმი, ჩაფლავდა
არსებული მუხტი არ უნდა გავაცივოთ, პირიქით, გავაძლიეროთ და წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა მოედოს მთელ ქვეყანას. თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
მისივე თქმით, საქართველო ჯერ არ მომკვდარა, ძალებს იკრებს და ისევ დადგება ფეხზე.
„გუშინდელმა ძალიან მრავალრიცხოვანმა აქციამ, რომელშიც ხალხმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოს დამოუკიდებლობის და ქართველების თავისუფლების დასაცავად ახალი სუნთქვა გაუხსნა ჩვენს საერთო წინააღმდეგობის მოძრაობას.
რა თქმა უნდა, საჭიროა უკეთესი ორგანიზება, მეტი ბრძოლაც, თუმცა დიქტატურის მცდელობა, დაენერგა ნიჰილიზმი, დაემკვიდრებინა საყოველთაო შიში, გუშინ ჩაფლავდა. ასევე გუშინდელი დღე ჭკუის სასწავლებელი იყო იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც პროტესტს ბოიკოტი გამოუცხადა.
დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა და ასევე ორგანიზატორებს და ინიციატორებს. ასევე დიდი მადლობა მათ, ვინც ჩემი და სხვა პოლიტპატიმრების სურათებით გამოვიდა და იმ გამომსვლელებს, ვინც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ჩვენ ვაჩვენეთ, რომ როცა ერთად ვართ, ბევრი ვართ. როცა ბევრი ვართ, ვერ გვერევიან. საქართველო ჯერ არ მომკვდარა, პირიქით, ძალებს იკრებს და ისევ დადგება ფეხზე.
ოღონდ არსებული მუხტი არ უნდა გავაცივოთ, პირიქით, გავაძლიეროთ და წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა მოედოს მთელ ქვეყანას. თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ", - წერს სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური
ირაკლი კობახიძე - 26 მაისს „ნაციონალებმა“ რომ გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მოწყობა, ეს მათ თავხედობაზე მეტყველებს
პრემიერი - ახალი პატარა ტალღაა წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის პატრონები არასწორად ხედავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე, არასწორად ურჩევენ სლოგანებსაც და ეს არის მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი
,,ოპოზიციას რესურსი პრაქტიკულად არ აქვს და დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, იმ შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც მიიღეს ორი წლის წინ''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ სააკაშვილი - გუშინდელი დღე ჭკუის სასწავლებელი იყო მათთვის, ვინც პროტესტს ბოიკოტი გამოუცხადა, საჭიროა უკეთესი ორგანიზება, თუმცა დიქტატურის მცდელობა, დაენერგა ნიჰილიზმი, ჩაფლავდა
საბერძნეთის პრემიერი ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელინი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ესპანეთის მეფე ფილიპე მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „მიიღეთ საუკეთესო სურვილები პირადი კეთილდღეობისთვის, მშვიდობისა და საქართველოს ძვირფასი ხალხის წინსვლისთვის“
შალვა პაპუაშვილი - ის სიგნალები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იმედს გვიტოვებს, რომ ხდება პოლიტიკის გადააზრება საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით
შალვა პაპუაშვილი - აშშ-თან გვინდა ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ამ მხრივ ჩვენ ღია ვართ
გიორგი შარაშიძე - გუშინ დადასტურდა, რომ მხოლოდ ქუჩის პროტესტი ვერ იქნება ხელისუფლების ცვლილების მთავარი ინსტრუმენტი, მშვიდობიან პროტესტთან ერთად საჭიროა პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება
უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოსა და ქართველ ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი ერების ისტორიის განმავლობაში ბევრი რამ გვაერთიანებდა, ორივემ ვიცით თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი
შალვა პაპუაშვილი - გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის და ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას
მიხეილ ყაველაშვილს მაროკოს მეფე მუჰამედ VI საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გაერო-ს 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერებას
ნიკა გვარამია - მინდა, ჩვენი ტელეფონების ანთებით თბილისიდან ერევანში მივესალმოთ მარკო რუბიოს
მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების ლიდერობისთვის და ყველა ქვეყნის, რომელმაც გაეროს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვას მხარი დაუჭირა - ანდრეი სიბიგა
გივი თარგამაძე - ჩვენ საბოლოო ჯამში გამარჯვება გვიწერია, უბრალოდ, სწორი გზები უნდა ვიპოვოთ
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებული იქნებიან, ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ