,,გუშინდელმა მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობამ, რომელიც მომეწონა, მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა''- მიხეილ სააკაშვილი
გუშინდელმა მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობამ, რომელიც მომეწონა, მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა იმიტომ, რომ არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას - რა არის შემდეგი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხალხის დაშლა იმ დაპირებით, რომ შემოდგომაზე მეტი შეიკრიბებიან, ბევრჯერ გავლილი და სრულიად უაზროა.
„ამ აქციაზე იყო კარგი პატიმრებთან სოლიდარობა, ერთიანობისკენ მოწოდება, მაგრამ არ იყო მთავარი - როგორ ვამარცხებთ დიქტატურას, ხალხის დაშლა იმ დაპირებით, რომ შემოდგომაზე მეტი შევიკრიბებით, ბევრჯერ გვაქვს გავლილი და სრულიად უაზროა. არც ვარდების რევოლუციის კოპირება მოგვცემს რამეს, შეიცვალა დრო და მოცემულობა. შევარდნაძეს, რომელმაც მაშინ სრულიად უტიფრად მოიპარა არჩევნები ხალხისგან თავის დასაცავად, გაბმული ჰქონდა წვრილი მავთული, რომელიც ადვილად გავწყვიტეთ.
ივანიშვილს კი აშენებული აქვს სიცრუის პროპაგანდის, კოლაბორაციონისტების, სადისტი სპეცრაზმელების და ნიჰილიზმის მასიური მსხვილი კედელი. ამ კედლის დასაძლევად მასთან უბრალო შეკრება უკმაყოფილების გამოსახატად, ვერანაირ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს დიქტატორზე, რომელიც თავს დაცულად გრძნობს, საჭიროა მანქანის აწყობა და მასში ჩაჯდომა და კედლების მაღალ სიჩქარეზე განგრევა.
ეს არ იქნება კომფორტული მარშუტი. მანქანაში ზოგი დაჟეჟილობას მიიღებს, ზოგი ცხვირს მიარტყამს. მანქანას ნაწილები მოძვრება, მაგრამ თუ გაზიდან ფეხს არ ავიღებთ, კედელი მაინც გაინგრევა და გავალთ სამშვიდობოზე. ვიცი რაზე ვსაუბრობ, ასეთი იყო ჩემი მმართველობაც.
თუ გახსოვთ, სულ საწყისში სამოგზაუროდ დავპატიჟე ხალხი. ეს იყო მოგზაურობა ლუზერობის და ნიჰილიზმის, მონობის კედლის გასანგრევად. იმ მგზავრობაში ბევრი დაზიანდა, ბევრი ტრავმირდა, მაგრამ ჩვენ კედელი გავანგრიეთ და ძალიან გავიწიეთ წინ.
ასეა ახლაც, თუ ახლავე არ ავაწყოთ ეს მანქანა კარგი ძრავით და ჯავშნით, კვლავ დავრჩებით წრეზე მოსიარულე კედელთან ხელების მქნეველ დიქტატურისთვის უსაფრთხო, სიმპათიურ ჯგუფად. ვეძებთ რევოლუციური ჯავშანმანქანის ინჟინრებს!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
პრემიერი ოპოზიციაზე - მათ აღიარეს, რომ ჩვენი ხელისუფლება კარგია და თავად პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ უკეთესები არიან
,,გუშინდელმა მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობამ, რომელიც მომეწონა, მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა''- მიხეილ სააკაშვილი
დავით ზურაბიშვილი ოპოზიციური ალიანსის ტაქტიკაზე: ეს სტრატეგია არის არსებითად მცდარი, 2003 წლის ვარდების რევოლუციის სტერეოტიპიდან ვერ ამოდის ეს ხალხი
ირაკლი კობახიძე - სამეგრელოში მოვინახულეთ რამდენიმე ობიექტი - აგრარული საწარმო და ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა სენაკში, ასევე გავეცანით ზუგდიდში მიმდინარე სამუშაოებს, დაახლოებით 1 წელიწადში 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ყოველ ჯერზე ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა, ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვქონდა საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, მათ შორის, ზოგადად ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე, დანარჩენი დამოკიდებულია პრაქტიკულ ნაბიჯებზე, იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის
ირაკლი კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური
ირაკლი კობახიძე - 26 მაისს „ნაციონალებმა“ რომ გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მოწყობა, ეს მათ თავხედობაზე მეტყველებს
პრემიერი - ახალი პატარა ტალღაა წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის პატრონები არასწორად ხედავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე, არასწორად ურჩევენ სლოგანებსაც და ეს არის მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი
,,ოპოზიციას რესურსი პრაქტიკულად არ აქვს და დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, იმ შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც მიიღეს ორი წლის წინ''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ სააკაშვილი - გუშინდელი დღე ჭკუის სასწავლებელი იყო მათთვის, ვინც პროტესტს ბოიკოტი გამოუცხადა, საჭიროა უკეთესი ორგანიზება, თუმცა დიქტატურის მცდელობა, დაენერგა ნიჰილიზმი, ჩაფლავდა
საბერძნეთის პრემიერი ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელინი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ესპანეთის მეფე ფილიპე მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „მიიღეთ საუკეთესო სურვილები პირადი კეთილდღეობისთვის, მშვიდობისა და საქართველოს ძვირფასი ხალხის წინსვლისთვის“
შალვა პაპუაშვილი - ის სიგნალები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იმედს გვიტოვებს, რომ ხდება პოლიტიკის გადააზრება საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით
შალვა პაპუაშვილი - აშშ-თან გვინდა ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ამ მხრივ ჩვენ ღია ვართ
გიორგი შარაშიძე - გუშინ დადასტურდა, რომ მხოლოდ ქუჩის პროტესტი ვერ იქნება ხელისუფლების ცვლილების მთავარი ინსტრუმენტი, მშვიდობიან პროტესტთან ერთად საჭიროა პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება
უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოსა და ქართველ ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი ერების ისტორიის განმავლობაში ბევრი რამ გვაერთიანებდა, ორივემ ვიცით თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი
შალვა პაპუაშვილი - გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის და ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას