ვაზისუბანში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

ვაზისუბნის დასახლებაში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ექიმ ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობამ, დაახლოებით, 4 000 კვ. მეტრ ფართობზე აწარმოა.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები და ველობილიკი, განთავსდა საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, დამონტაჟდა საბაღო ინფრასტრუქტურა და განათების ქსელი ლედ სანათებით.

 

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

 

„ისნის რაიონში ადგილობრივმა გამგეობამ ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, რა დროსაც მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები. ასევე, განახლდება ტერიტორიაზე არსებული ფიზნეს ზონა. პროექტის შემდეგი ეტაპი იქნება ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის სრული მოწესრიგება. საუბარია, დაახლოებით ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. მსგავსი არეალების არსებობა ყველა რაიონში, უბანში ძალიან მნიშვნელოვანია. ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, მუნიციპალიტეტი შესაბამის სამუშაოებს ეტაპობრივად ჩაატარებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

გარდა ამისა, ტერიტორია მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, ჩატარდა არსებული გამწვანების სხვლა-ფორმირების სამუშაოები, ასევე, განთავსდა ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის მემორიალური დაფა.

 

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე ისნის გამგებელი აკაკი ხლაბუსტოვი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მენთეშაშვილი იმყოფებოდნენ.

 

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 510 000 ლარით დაფინანსდა.

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი-გარემოს ეროვნული სააგენტო
ვაზისუბანში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
გივი მიქანაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება მეორე-მეექვსე კლასებისთვისაც
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო
გაუჩინარებულ სტუდენტთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
28 მაისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე
საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
პრემიერ-მინისტრი მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამს ულოცავს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა
"მიწასა ზედა ზეცისა" - "Ars Georgica"-შიახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენა გაიხსნება
კახა კალაძე - ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი
GM PHARMA ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის გლობალურ კამპანიას წელსაც შეუერთდა - ერთად ვმართოთ ჰიპერტენზია!
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენს ერებს ისტორიის მანძილზე, ბევრი საერთო აკავშირებს - უკრაინის საგარეო უწყება
27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
27 მაისის ამინდის პროგნოზი