ცესკომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის ფარგლებში გიორგი შარაბიძემ დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომელიც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება. მან ასევე დეტალურად ისაუბრა დეზინფორმაციასა და მის გავლენაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებზე.
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს ვუმასპინძლეთ. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ სხვადასხვა საარჩევნო პროცედურაზე, ასევე ვაჩვენეთ ტექნოლოგიური პროცესი. შეხვედრაზე დაისვა ძალიან ბევრი კითხვა და მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება ახალგაზრდებს ვუპასუხეთ ყველა იმ კითხვაზე, რაც მათთვის საინტერესოა. მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები მომავალში იყვნენ კარგად ინფორმირებული ამომრჩევლები“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიას დაეთმო. გიორგი შარაბიძემ ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა. სტუდენტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საოპერაციო სასაწყობო სივრცეც დაათვალიერეს. მათ პრაქტიკაში გამოსცადეს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.
აღნიშნული შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ახალგაზრდების ინფორმირება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმომადგენს. ამ მიზნით ცესკო წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. საარჩევნო ადმინისტრაციასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი 2025 წელს გაფორმდა.
(R)
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი ამოქმედდა
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
ბექა მიქაუტაძე: "მერიის დაფინანსებით მოსახლეობას საშუალება ექნება ფილტვის კიბოს სკრინინგი უფასოდ ჩაიტაროს"
გივი მიქანაძემ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
მიხეილ სარჯველაძე - ბევრი ისეთი რამ კეთდება, რაც, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიხედვით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის, შეიძლება, სასარგებლო იყოს
მიხეილ სარჯველაძე - პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის მიზეზი არ არსებობს, თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული
"ვაიზერი" პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც MedVeritas Global-თან პარტნიორობა დაიწყო
ცესკომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი-გარემოს ეროვნული სააგენტო
ვაზისუბანში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
გივი მიქანაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება მეორე-მეექვსე კლასებისთვისაც
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო
გაუჩინარებულ სტუდენტთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
28 მაისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე