კახა კალაძე - სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ყველას კარგად გვახსოვს მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა, მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს

მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს, მას და მის სისხლიან რეჟიმს შესაბამისი პასუხი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წლის პირველ ოქტომბერს გასცა", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

 

როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილმა რაც არ უნდა თქვას, 2012 წელს გავრცელებული ციხის კადრები იყო რეალური და ყველას კარგად ახსოვს, როგორ უსწორდებოდა რეჟიმი პატიმრებს.

 

„წლების განმავლობაში ადამიანების უფლებების მიზანმიმართული შელახვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, განსხვავებული აზრის დევნა ხდებოდა. ადამიანებს უფლება არ ჰქონდათ, რომ საკუთარი განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინათ, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველაფრიდან კვეთავდნენ. ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, ჩურჩულით საუბროდნენ და ყველას გვახსოვს, მოსახლეობა რამხელა ტერორის ქვეშ იყო. სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ფაქტი ფაქტია. ყველას კარგად გვახსოვს, პატიმრებს როგორ უსწორდებოდნენ. გვახსოვს ის მძიმე კადრები, რომლებიც კასრებიდან მოიპოვეს. ეს ყველაფერი იმდენად უმძიმესი იყო, გახსენებაც კი მიჭირს. ახლა სააკაშვილი რას იტყვის, ხალხს არ აინტერესებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე. სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს შესაბამისი პასუხი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წლის 1 ოქტომბერს გასცა", - განაცხადა კახა კალაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
არჩილ გორდულაძე - კარგი ამინდები გამოვიდა თუ არა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, რეგიონებში უნდა ვიაროთო და დახურულ კარს მიღმა თავიანთ პარტაქტივს შეხვდნენ, ამინდები გაფუჭდა და სიარულს თავი დაანებეს
კახა კალაძე - ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაგრამ ეს სამართლიან ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს
კახა კალაძე - სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ყველას კარგად გვახსოვს მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა, მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს
თეა წულუკიანი გახარიას გუნდის წევრებს:ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, ხოლო გახარიას წინააღმდეგ განაჩენი უნდა აღსრულდეს, იმიტომ, რომ ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო
ირაკლი კობახიძე - ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით რაც გაფუჭდა, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს
ირაკლი კობახიძე - გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა
ირაკლი კობახიძე - ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია, რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, იმიტომ რომ მთლიანობაში ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დღეს არის გზას აცდენილი და მოსწონს, მაგალითად - გვარამია, ზურაბიშვილი, ჯაფარიძე ან ვაშაძე, დაუბრუნდეს სწორ გზას და მხარი დაუჭიროს ქვეყნის სწორ კურსს
ირაკლი კობახიძე - სასურველია, კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია, ეს პირდაპირპროპორციულად განაპირობებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გაძლიერებას
მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს
გიორგი გაბუნია - სააკაშვილის გუნდის წევრებს ამ ადამიანის მიმართ გადაულახავი კომპლექსი აქვთ, მათ ბელადს ისღა დარჩენია, სასაცილო განცხადებები გააკეთოს და საზოგადოება გაამხიარულოს
პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
კახა კალაძე - ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები უკრაინასთან, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით, გულდასაწყვეტი იყო განცხადებები, ქმედებები, რაც საქართველოსთან მიმართებით გამოიხატებოდა
ფაქტები მუქარით არ იცვლება, თქვენ არ ხართ "ქართული ოცნება"-თქვენ ქართული ოცნებების გამანადგურებელი ხართ-"ჰადსონის ინსტიტუტის" პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს
კახა კალაძე - გორში მომხდარი ფაქტი არის ძალიან მძიმე, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს
"გუშინდელი დღე იყო ძალიან კარგი, იყო ძალიან დიდი მუხტი" - ირაკლი ფავლენიშვილი ოპოზიციის 26 მაისის აქციაზე