მიხეილ სარჯველაძე - პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის მიზეზი არ არსებობს, თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს ყველა სერვისი მიეწოდება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგანგაშო დასკვნების გამოტანის საფუძველი არ არსებობს.
„ნებისმიერი პაციენტი განსაკუთრებული ყურადღების საგანია და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე ხდება. გარკვეული ფაქტორებიდან, მათ შორის პერსონალური მონაცემებიდან გამომდინარე, ბევრს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი კონტროლზეა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის არანაირი მიზეზი არ არსებობს. რაკი თვითონ აქვს სურვილი, რომ გადიოდეს მკურნალობის, დაკვირვების კურსს, ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში აბსოლუტურად მოიხსნება ნებისმიერი კითხვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული. ამ წუთს არ არის რაიმე საჭიროება გამოკვეთილი", - განაცხადა სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ინციდენტს მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა და ყველაფერი კალაპოტში ჩადგა.
„ამ მსჯელობიდან საერთოდ უნდა გამოვთიშოთ „ნაციონალური მოძრაობის" სპეკულაციური განცხადებები. ვის, ვის და „ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად არ აქვს უფლება სისტემურ დანაშაულზე ისაუბროს. ამის მორალური უფლება არ აქვთ და ეს საზოგადოებამ, მათმა მომხრეებმაც კი იციან. ამ ინციდენტზე არაერთი შეფასება გაკეთდა, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ის, რაც ვნახეთ, მოითხოვდა სამართლებრივ რეაგირებას. ყველაფერი ჩადგა იმ კალაპოტში, როგორც ამას მოითხოვს ნამდვილი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი - ნებისმიერ სამართალდარღვევას უნდა მოჰყვებოდეს მყისიერი, ზუსტი, კონკრეტული რეაგირება სამართლებრივი ინსტრუმენტების მეშვეობით. ამას, ბუნებრივია, შეაფასებს გამოძიება, სასამართლოც, გაკეთდება საბოლოო დასკვნები. მთავარია, რომ სწორედ ამ კალაპოტში წარიმართება უკლებლივ ყველა პროცესი", - განაცხადა სარჯველაძემ.
პაპუნა ლოცულაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში 28 მაისს გადაიყვანა.
პაპუნა ლოცულაშვილს გორში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით ექვსი პირი დააკავა.
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი ამოქმედდა
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
ბექა მიქაუტაძე: "მერიის დაფინანსებით მოსახლეობას საშუალება ექნება ფილტვის კიბოს სკრინინგი უფასოდ ჩაიტაროს"
გივი მიქანაძემ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
მიხეილ სარჯველაძე - ბევრი ისეთი რამ კეთდება, რაც, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიხედვით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის, შეიძლება, სასარგებლო იყოს
მიხეილ სარჯველაძე - პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის მიზეზი არ არსებობს, თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული
"ვაიზერი" პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც MedVeritas Global-თან პარტნიორობა დაიწყო
ცესკომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი-გარემოს ეროვნული სააგენტო
ვაზისუბანში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
გივი მიქანაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება მეორე-მეექვსე კლასებისთვისაც
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო
გაუჩინარებულ სტუდენტთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
28 მაისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე