მიხეილ სარჯველაძე - ბევრი ისეთი რამ კეთდება, რაც, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიხედვით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის, შეიძლება, სასარგებლო იყოს
გუშინ, მაგალითად, მოვისმინე, თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში კონკრეტული მედიკამენტები, მაგალითად, „ვამოროლონი" და „ჯივინოსტატი" უკვე გამოიყენება. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. ევროპის სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობა, როგორც ამას პირველივე დღიდან ვამბობ, პროცესების განვითარებას ძალიან დაკვირვებით და ფრთხილად ეკიდება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და მედიკამენტებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
სარჯველაძის თქმით, ევროპის სახელმწიფოები სწავლობენ, რა შესაძლებლობები აქვს წამალს, რამდენად არსებობს უსაფრთხოების გარანტიები და როგორია ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები და ფაქტორები, ამის საფუძველზე აპირებენ გადაწყვეტილებების მიღებას.
„დღეს ყველა ევროპული სახელმწიფო სწორედ მზადყოფნისა და შემოწმების ეტაპზეა. ისინი ცდილობენ, გაარკვიონ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი - ეს არის მათი ამჟამინდელი მდგომარეობა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ისევე როგორც ეს ხდება საქართველოში. ამას პირველივე დღიდან ვამბობ და ეს არის ერთადერთი სწორი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.
როდესაც ვამბობ, რომ ვითარება ცვალებადია, ვგულისხმობ იმასაც, რომ არსებობს გარკვეული უარყოფითი სიგნალები. მაგალითად, უკვე ვისაუბრე ერთ-ერთ მედიკამენტზე - შარშანდელ მდგომარეობასა და შემდგომ პერიოდში შეცვლილ სურათზე, რამაც პრაქტიკულად გამორიცხა ამ მედიკამენტის გამოყენების შესაძლებლობა. გეტყვით გუშინდელ მაგალითსაც. განსაკუთრებული ყურადღებით მუდმივად ვადევნებთ თვალს ამ მიმართულებით მიმდინარე სიახლეებს. მაგალითად, არსებობს ახალი ინფორმაცია ბრიტანეთის გამოცდილებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ბრიტანეთი ერთ-ერთი მედიკამენტის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ამ პროცესს ინტერესით ვაკვირდებით. გუშინაც გამოქვეყნდა კონკრეტული ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ და, ბუნებრივია, ამასაც ვეცნობით", - აღნიშნა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ამავდროულად, არსებობს ძალიან იმედის მომცემი ფაქტორებიც, განსაკუთრებით ახალი მედიკამენტების გამოჩენის მიმართულებით.
„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ზუსტი პასუხები არც საქართველოს და არც ევროპის სახელმწიფოებს პრაქტიკულად არ აქვთ. ამიტომ ვამბობდი, რომ რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ვიმყოფებოდი, სადაც დაახლოებით 15 სახელმწიფოს მაღალი დონის თანამდებობის პირებს, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებსა და კლინიკური სფეროს სპეციალისტებს შევხვდით. ყველა, უკლებლივ ყველა, სწორედ ამ კითხვის ნიშნებზე საუბრობდა.
ყველა იმედიანად არის განწყობილი და ყველას სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მოიძებნოს რელევანტური პასუხები - პასუხები, რომლებიც ევროპულ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ გადაწყვეტილება ამ მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამებში დანერგვასთან დაკავშირებით. ახალი საშუალებებია გაჩენილი, ამიტომ, ბუნებრივია, სრულიად გამართლებული და ლოგიკურია, ეს პროცესი სწორედ ასე მიმდინარეობდეს.
რაც შეეხება მუშაობის პროცესს, ამ მიმართულებით სახელმწიფო ყოველთვის აცხადებდა, მას შემდეგ, რაც ამ თემაზე საჯარო დისკუსიები დაიწყო, პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ არასოდეს დაგვიხურავს კარი არცერთი დაინტერესებული პირისთვის და, პირველ ყოვლისა, მშობლებისთვის, მათთან ერთად ამ საკითხებზე მსჯელობა და მუშაობა, რათა ყოველდღიურად რაღაც გაუმჯობესდეს, დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყეთ. ორ წელზე ოდნავ მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ პროცესზე აქტიური მუშაობა დავიწყეთ", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ცდილობს, მის მიერ შეთავაზებული ყველა სერვისი მაქსიმალურად მიახლოებული იყოს არსებულ საჭიროებებთან.
„ამ მიმართულებით სახელმწიფოს ნამდვილად არ აქვს მცირე რესურსი - საკმაოდ ბევრი ისეთი რამ კეთდება, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიხედვით ამ პაციენტებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. ამ პროცესს აუცილებლად სჭირდება გაგრძელება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამედიცინო მტკიცებულებები მუდმივად ახლდება - პრაქტიკულად ყოველდღიურად. კარგი და ბევრად უფრო სასარგებლო იქნება თავად პაციენტებისთვისაც, თუ ამ მუშაობის პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული მშობლები და სხვა დაინტერესებული პირებიც. ეს არის ჩვენი მოწოდება პირველივე დღიდან, ასე ვაგრძელებთ მუშაობას და, ბუნებრივია, არც ვაპირებთ, რომ ეს კარი ოდესმე დაიხუროს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამის შესახებ.
„პროგრამის დანერგვა როგორც კი დავიწყეთ და გამოიცა შესაბამისი სამთავრობო დადგენილება, დაუყოვნებლივ შევხვდით როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილთა კლინიკების წარმომადგენლებს. მათთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა წარმართულიყო პროცესი. საბედნიეროდ, ჟვანიას კლინიკა, ციციშვილის კლინიკა და იაშვილის კლინიკა გამოეხმაურნენ ჩვენს ინიციატივას და, შესაბამისად, თითოეულმა მათგანმა დაიწყო შესაბამისი სერვისების განხორციელება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებია. საუბარია სპეციალისტების საკმაოდ ფართო სპექტრის ჩართულობაზე, რომლის მეშვეობითაც, მაგალითად, წელიწადში ერთხელ განხორციელდება პაციენტის მდგომარეობის სრულფასოვანი და კომპლექსური მონიტორინგი - შეფასდება მისი მიმდინარე მდგომარეობა, დაავადების განვითარების დინამიკა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. ეს ყველაფერი აუცილებელია, რათა შემდგომში თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად და სწორად დაიგეგმოს მკურნალობის შესაბამისი გეგმა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ასევე მოიცავს გამოკვლევების ძალიან ფართო სპექტრს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი ამოქმედდა
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
ბექა მიქაუტაძე: "მერიის დაფინანსებით მოსახლეობას საშუალება ექნება ფილტვის კიბოს სკრინინგი უფასოდ ჩაიტაროს"
გივი მიქანაძემ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
მიხეილ სარჯველაძე - ბევრი ისეთი რამ კეთდება, რაც, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიხედვით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის, შეიძლება, სასარგებლო იყოს
მიხეილ სარჯველაძე - პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის მიზეზი არ არსებობს, თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული
"ვაიზერი" პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც MedVeritas Global-თან პარტნიორობა დაიწყო
ცესკომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი-გარემოს ეროვნული სააგენტო
ვაზისუბანში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
გივი მიქანაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება მეორე-მეექვსე კლასებისთვისაც
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო
გაუჩინარებულ სტუდენტთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
28 მაისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე