თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

 

ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა Visa-მ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯი გახსნა, რომელშიც თიბისი კონცეპტის სივრცე მოეწყო.

საქართველოში ეს არის რიგით მეორე ლაუნჯი, რომელშიც თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კომფორტული მგზავრობისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა დახვდებათ- მოსასვენებელი, სამუშაო და კვების ფუნქციური ზონები, მშვიდი და სასიამოვნო გარემო.

„თიბისის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის საჭიროებების ზუსტად განსაზღვრა და მათზე სწრაფი რეაგირებაა. ჩვენი მომხმარებლებისთვის მგზავრობისას დრო და კომფორტი მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თიბისი კონცეპტისა და Visa-ს მხარდაჭერით გახსნილი ბიზნეს ლაუნჯი იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც მომხმარებლები ფრენამდე დასვენებას ან მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელებას შეძლებენ", - გიორგი თხელიძე თიბისის გენერალური დირექტორი

ლაუნჯით სარგებლობა წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით უფასოდ შეეძლებათ საქართველოში გაცემული Visa Premium ბარათის მფლობელებს: Visa Platinum, Visa Signature და Visa Infinite.

" საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა Visa-ს სტრატეგიული პრიორიტეტია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი ჩვენი პრემიული ბარათის მფლობელების სამოგზაურო გამოცდილებას უფრო მოქნილს, კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის. მიხარია, რომ მალე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებსაც შევთავაზებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისს", - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa- რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში.

ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი სამოგზაურო სივრცის გახსნა თიბისის კიდევ ერთი ნაბიჯით დააახლოებს საკუთარ მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება; უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას მაღალი ხარისხის გამოცდილება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში.

ამ ეტაპზე, თბილისის გარდა, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სამოგზაურო ლაუნჯებით სარგებლობის შესაძლებლობა, მსოფლიო მასშტაბით, 1200-ზე მეტ აეროპორტში აქვთ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი ამოქმედდა
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
ბექა მიქაუტაძე: "მერიის დაფინანსებით მოსახლეობას საშუალება ექნება ფილტვის კიბოს სკრინინგი უფასოდ ჩაიტაროს"
გივი მიქანაძემ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
მიხეილ სარჯველაძე - ბევრი ისეთი რამ კეთდება, რაც, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიხედვით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის, შეიძლება, სასარგებლო იყოს
მიხეილ სარჯველაძე - პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის მიზეზი არ არსებობს, თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული
"ვაიზერი" პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც MedVeritas Global-თან პარტნიორობა დაიწყო
ცესკომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი-გარემოს ეროვნული სააგენტო
ვაზისუბანში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
გივი მიქანაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება მეორე-მეექვსე კლასებისთვისაც
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო
გაუჩინარებულ სტუდენტთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
28 მაისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე