ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი ამოქმედდა

 

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დღეიდან მგზავრებს ახალ პრემიუმ სერვისს - Fast Track-ს სთავაზობს, რომელიც უსაფრთხოების კონტროლისა და საპასპორტო კონტროლის სწრაფად გავლას უზრუნველყოფს და აეროპორტში ლოდინის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ე.წ. ,,სწრაფი გასასვლელი" მგზავრებს საშუალებას აძლევს, საერთო რიგების გვერდის ავლით, სპეციალური დერეფნის საშუალებით უფრო სწრაფად გაიარონ აეროპორტში აუცილებელი პროცედურები. Fast Track სერვისი განსაკუთრებით მოთხოვნადია პიკის საათებში, როდესაც აეროპორტში მგზავრთნაკადი მაღალია.

სერვისი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯის გახსნასთან ერთად ამოქმედდა და თვითმომსახურების (Self-Service) პრინციპით იმუშავებს. Fast Track სივრცე აღჭურვილია Visa POS ტერმინალით, რომლის საშუალებითაც Visa-ს პრემიუმ ბარათის მფლობელები სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.

მგზავრებს, რომლებიც Visa-ს პრემიუმ ბარათს არ ფლობენ, Fast Track-ის შეძენა ადგილზე QR კოდის საშუალებით, ან წინასწარ, აეროპორტისა და ავიაკომპანიების ვებგვერდებიდან შეეძლებათ.

ბოლო წლების განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სტაბილურად იზრდება. 2025 წელს აეროპორტი 1,824,720 მგზავრს მოემსახურა, ხოლო 2026 წლისთვის წინასწარი პროგნოზით, 1,859,657 მგზავრის მიღებაა დაგეგმილი. ამ დროისთვის აეროპორტში  7 ავიაკომპანია ოპერირებს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს 17 ქვეყანის 33 მიმართულებით ასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ Fast Track სერვისის დანერგვა მგზავრთა კომფორტის გაუმჯობესებასთან ერთად, აეროპორტის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასაც შეუწყობს ხელს.

 

 





მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი ამოქმედდა
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
ბექა მიქაუტაძე: "მერიის დაფინანსებით მოსახლეობას საშუალება ექნება ფილტვის კიბოს სკრინინგი უფასოდ ჩაიტაროს"
გივი მიქანაძემ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
მიხეილ სარჯველაძე - ბევრი ისეთი რამ კეთდება, რაც, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიხედვით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის, შეიძლება, სასარგებლო იყოს
მიხეილ სარჯველაძე - პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის მიზეზი არ არსებობს, თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული
"ვაიზერი" პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც MedVeritas Global-თან პარტნიორობა დაიწყო
ცესკომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი-გარემოს ეროვნული სააგენტო
ვაზისუბანში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
გივი მიქანაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება მეორე-მეექვსე კლასებისთვისაც
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო
გაუჩინარებულ სტუდენტთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
28 მაისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე