ნიკა მელია - სააკაშვილმა ისიც მოჰყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო ის მისი მოციქული ხელისუფლებასთან! მისი მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და ბოლოს რაში „გადააგდეს“ სააკაშვილი!
„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებულ ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო მისი მხრიდან, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, „მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს".
როგორც მელია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, საზოგადოებისათვის მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ „რა გარიგება" დაიდო ხელისუფლებასთან და ვინ მონაწილეობდა ამ პროცესში.
„გულის საოხად და დარდის გასაქარვებლად მორიგი ტყუილით გაჯერებული, ცილისმწამებლური წერილი გაუვრცელებია: მელიამ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი სახლებში გაუშვაო!
ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის, ასეა სააკაშვილის საქმეც. სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს, თუმცა, მაინც, იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მან მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა. როცა შეცდომებსა და ადამიანურ სისუსტეს ვახსენებ, რეალურად მის მიერ გადადგმულ უმძიმეს მორალურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს ვგულისხმობ.
ისიც მოჰყვეს, „იმ კაცს", რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა.
რატომ იყო „ის კაცი" მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი „ვივამედში" ყოფნის დროსაც! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში „გადააგდეს" სააკაშვილი! ამ ძალიან მძიმე დეტალებს ფართო საზოგადოება მაინც შეიტყობს, თანაც კონკრეტული ფაქტებით და აჯობებს თავად დაასახელოს ის კაციც და მისი პარტნიორებიც.
სააკაშვილი „იმ კაცს" საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც მრავალი თვე აქტიურად ეკონტაქტებოდა, „ის კაცი" იყო სააკაშვილის კომუნიკატორი ხელისუფლებასთან.
სააკაშვილის გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო მისი მხრიდან, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს.
მას აქვს მისი იმ მძიმე ისტორიის გახმაურების კომპლექსი და შიში. ადამიანს შიში აიძულებს იცრუოს. აი, ამიტომაც იქცევა იმდენად უზნეოდ და არაადექვატურად, რომ შეიძლება ეშმაკმაც კი ფეხი მოიტეხოს. სააკაშვილს, 2021-2022 წლების უმძიმესი მორალური, ზნეობრივი და პოლიტიკური წარსული გუდა-ნაბადივით მაშინაც ზურგზე კიდია, როცა მის არსებობას ვეღარც კი ამჩნევს.
სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე, რომელსაც არ ასახელებს!" -წერს ნიკა მელია.
ამასთან, როგორც მელია წერილში აღნიშნავს, სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების წინ "საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა" ჩამოსულიყო.
"ჩემთვის ცნობილია, რომ იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, ისიც გასაგებია, რომ მუდმივად ეჭვით შეფორიაქებულია და მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული, მაგრამ ზედმეტი აღარ იქნება შევნიშნო, რომ როცა მეორე ადამიანის ღირსება და პატივი ილახება და ცილისმწამებელი ცდილობს ეს მისი ქცევა ისე გაიგემრიელოს, რომ სტაბილურ მოვლენად აქციოს, რა თქმა უნდა, მის ამ გატაცებას მძიმე ბოლო ელოდება. ჰოდა, ვამჟღავნებ ამ წერილში ჩემ საიდუმლოდ ნალოლიავებ პოზიციას, რითაც იხსნება მისი ბოღმის შადრევნის ამოხეთქვები. რას ვიზამთ, მან კვლავაც ძალიან უადგილო ადგილას ჩაიწყვიტა თოკი. ვახსენე 2021-2022 წლები. რაც შეეხება უშუალოდ მის ჩამოსვლას ადგილობრივი არჩევნების წინ: ის საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა ჩამოსულიყო.
პლუს, სააკაშვილს "ის კაციც" და სხვებიც ეუბნებოდნენ, თუ ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, მელია მას პარტიას წაართმევდა. თუმცა ის ამ ფობიით უკვე ისედაც შეპყრობილი იყო" - წერს მელია.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა
ნიკა მელია - სააკაშვილმა ისიც მოჰყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო ის მისი მოციქული ხელისუფლებასთან! მისი მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და ბოლოს რაში „გადააგდეს“ სააკაშვილი!
არჩილ გორდულაძე - კარგი ამინდები გამოვიდა თუ არა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, რეგიონებში უნდა ვიაროთო და დახურულ კარს მიღმა თავიანთ პარტაქტივს შეხვდნენ, ამინდები გაფუჭდა და სიარულს თავი დაანებეს
კახა კალაძე - ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაგრამ ეს სამართლიან ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს
კახა კალაძე - სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ყველას კარგად გვახსოვს მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა, მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს
თეა წულუკიანი გახარიას გუნდის წევრებს:ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, ხოლო გახარიას წინააღმდეგ განაჩენი უნდა აღსრულდეს, იმიტომ, რომ ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო
ირაკლი კობახიძე - ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით რაც გაფუჭდა, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს
ირაკლი კობახიძე - გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა
ირაკლი კობახიძე - ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია, რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, იმიტომ რომ მთლიანობაში ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დღეს არის გზას აცდენილი და მოსწონს, მაგალითად - გვარამია, ზურაბიშვილი, ჯაფარიძე ან ვაშაძე, დაუბრუნდეს სწორ გზას და მხარი დაუჭიროს ქვეყნის სწორ კურსს
ირაკლი კობახიძე - სასურველია, კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია, ეს პირდაპირპროპორციულად განაპირობებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გაძლიერებას
მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს
გიორგი გაბუნია - სააკაშვილის გუნდის წევრებს ამ ადამიანის მიმართ გადაულახავი კომპლექსი აქვთ, მათ ბელადს ისღა დარჩენია, სასაცილო განცხადებები გააკეთოს და საზოგადოება გაამხიარულოს
პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
კახა კალაძე - ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები უკრაინასთან, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით, გულდასაწყვეტი იყო განცხადებები, ქმედებები, რაც საქართველოსთან მიმართებით გამოიხატებოდა
ფაქტები მუქარით არ იცვლება, თქვენ არ ხართ "ქართული ოცნება"-თქვენ ქართული ოცნებების გამანადგურებელი ხართ-"ჰადსონის ინსტიტუტის" პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს
კახა კალაძე - გორში მომხდარი ფაქტი არის ძალიან მძიმე, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს