გიორგი ბარამიძე - მგონია, რომ ნიკა მელია შეცდომაშია შეყვანილი

ნებსით თუ უნებლიეთ მიხეილ სააკაშვილის სახელის შეურაცხყოფას ვინც შეეცდება და შეეცდება, წარმოაჩინოს, როგორც პუტინთან და რეჟიმთან შეკრული ადამიანი, ის ასრულებს რეჟიმის საქმეს, თუ ნებით აკეთებს. მგონია, რომ ნიკა მელია შეცდომაშია შეყვანილი, ისიც ციხეში ზის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წერილთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ასეთი აბსურდი ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

 

„არა მარტო აბსურდი, არამედ დიდი უზნეობაა, მიხეილ სააკაშვილი ამ რეჟიმთან და პუტინთან გარიგებაში, თანამშრომლობაში დაადანაშაულო. ორ პოლიტიკოსს, ორ პოლიტიკურ პატიმარს შორის კამათი, დაპირისპირებაც გამიგია, მაგრამ ასეთი აბსურდი ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მიხეილ სააკაშვილი ოდესმე პუტინის რეჟიმსა და ლაქიებს რომ გარიგებოდა, ციხეში კი არ იჯდებოდა, მშვენივრად იქნებოდა, როგორც ისინი, რომლებმაც სამშობლო გაყიდეს და პრინციპებზე თქვეს უარი. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის კაცი, რომელმაც საქართველოს კონსტიტუცია დაიცვა და თვისი მოვალეობა შეასრულა 2008 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი აწამეს, მოწამლეს, ათრიეს, მისი სახელის ფეხქვეშ გათელვას შეეცადნენ, ვერ გატეხეს. არ გააკეთა ის, რასაც ხელისუფლება სთხოვდა. ახლა რომ პატიმრებს ეუბნებიან და არც მალავენ - მოინანიეთ და გაგიშვებთო, ეგ არის. რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ფორმით სთავაზობდნენ", - განაცხადა ბარამიძემ.

 

ამასთან, ბარამიძეს კითხვა დაუსვეს სააკაშვილთან დაკავშირებით ნიკა მელიას წერილის იმ ნაწილზე, სადაც, უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლაზეა საუბარი.

 

კერძოდ, კითხვაზე, ვის გულისხმობს მელია, როდესაც ამბობს, რომ სააკაშვილს შუამავალი ჰყავდა ხელისუფლებასთან, ბარამიძემ უპასუხა: „არ ვიცი, ვისზე საუბრობს, კარგი იქნება, თუ დაასახელებს". მისივე თქმით, ეს ბინძური ტყუილია.

 

„ნიკა მელია წერს, მიხეილ სააკაშვილი გაურიგდა ხელისუფლებასო. ეს რომ აბსურდი და ბინძური ტყუილია, ამაზე მეტყველებს ფაქტი, რომ სააკაშვილი ციხეშია", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

გადაცემაში გიორგი ბარამიძემ ასევე ისაუბრა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონია.

 

„ასეთ საკითხებს არ იხილავენ ფართო წრეში. ეს ისეთი ოპერაციაა, რაც უფრო ცოტა ადამიანებს ეცოდინება, უკეთესია. იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია ჩავარდება, რაც შეიძლება ცოტა იყოს ადამიანთა წრე, ვისზეც შეიძლება, ეჭვი მიიტანონ. კიდევ კარგი, მე არ ვიცოდი და სხვებმაც. ისედაც სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა-არჩამოსვლასთან დაკავშირებით, რადგან სერიოზულად ვაფასებდი საფრთხეებს. სააკაშვილმაც კარგად იცოდა, რომ წარუმატებლობის დიდი შანსი იყო, მაგრამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. რამდენიმე ადამიანი იმიტომ ვიყავით წინააღმდეგი, რომ ამის შანსს ვხედავდი. არ მინდოდა მიშას არც დაპატიმრება, არც მოკვლა", - განაცხადა ბარამიძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 27 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა: „მელიას შეცდომა ის იყო, რომ გუშინდელ აქციაზე უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა, არადა, თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე".

 

დღეს კი „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის აღნიშნავს: „სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს, თუმცა, მაინც, იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა. როცა შეცდომებსა და ადამიანურ სისუსტეს ვახსენებ, რეალურად მის მიერ გადადგმულ უმძიმეს მორალურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს ვგულისხმობ. ისიც მოჰყვეს, იმ კაცს, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა. რატომ იყო „ის კაცი" მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი „ვივამედში" ყოფნის დროსაც! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში გადააგდეს სააკაშვილი!"

 





მსგავსი სიახლეები
გიორგი ბარამიძე - მგონია, რომ ნიკა მელია შეცდომაშია შეყვანილი
ირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა
ნიკა მელია - სააკაშვილმა ისიც მოჰყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო ის მისი მოციქული ხელისუფლებასთან! მისი მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და ბოლოს რაში „გადააგდეს“ სააკაშვილი!
არჩილ გორდულაძე - კარგი ამინდები გამოვიდა თუ არა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, რეგიონებში უნდა ვიაროთო და დახურულ კარს მიღმა თავიანთ პარტაქტივს შეხვდნენ, ამინდები გაფუჭდა და სიარულს თავი დაანებეს
კახა კალაძე - ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაგრამ ეს სამართლიან ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს
კახა კალაძე - სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ყველას კარგად გვახსოვს მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა, მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს
თეა წულუკიანი გახარიას გუნდის წევრებს:ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, ხოლო გახარიას წინააღმდეგ განაჩენი უნდა აღსრულდეს, იმიტომ, რომ ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო
ირაკლი კობახიძე - ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით რაც გაფუჭდა, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს
ირაკლი კობახიძე - გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა
ირაკლი კობახიძე - ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია, რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, იმიტომ რომ მთლიანობაში ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დღეს არის გზას აცდენილი და მოსწონს, მაგალითად - გვარამია, ზურაბიშვილი, ჯაფარიძე ან ვაშაძე, დაუბრუნდეს სწორ გზას და მხარი დაუჭიროს ქვეყნის სწორ კურსს
ირაკლი კობახიძე - სასურველია, კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია, ეს პირდაპირპროპორციულად განაპირობებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გაძლიერებას
მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს
გიორგი გაბუნია - სააკაშვილის გუნდის წევრებს ამ ადამიანის მიმართ გადაულახავი კომპლექსი აქვთ, მათ ბელადს ისღა დარჩენია, სასაცილო განცხადებები გააკეთოს და საზოგადოება გაამხიარულოს
პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
კახა კალაძე - ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები უკრაინასთან, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით, გულდასაწყვეტი იყო განცხადებები, ქმედებები, რაც საქართველოსთან მიმართებით გამოიხატებოდა
ფაქტები მუქარით არ იცვლება, თქვენ არ ხართ "ქართული ოცნება"-თქვენ ქართული ოცნებების გამანადგურებელი ხართ-"ჰადსონის ინსტიტუტის" პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს