სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჯაშუშობისთვის, კერძოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვების ადა გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, დაკავებული პირის მიერ გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.

 

დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდით.

 

გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ დაკავებული, ონლაინპლატფორმის საფარით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე, ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს.

 

გარდა ამისა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებითა და დაფინანსებით, დაკავებული პირი პერიოდულად გადადიოდა სხვა ქვეყნებშიც და იქ არსებული კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, მოიპოვებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას.

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა სამართალდამცავ უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, გააგრძელებს აქტიურ მუშაობას უცხო ქვეყნების სადაზვერვო ქსელების სხვა წევრების გამოვლენისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით", - განაცხადეს სუს-ში.

 





მსგავსი სიახლეები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა
თბილისში გარდაცვლილი ინდოელი ტურისტის მშობლები ინდურ მედიასთან აცხადებენ, რომ მათი შვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა ბინის მესაკუთრისგან, რომელიც მისგან თანხას ითხოვდა
შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირის ვინაობა ცნობილია, ის გულბაათ რცხილაძეა
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გადასცემდა ინფორმაციას
თბილისში კონსპირაციულ სახლებში ნარკოდანაშაულის ფაქტი გამოვლინდა - დაკავებულია 6 პირი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმიდან ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ უფლებამოსილების ძალადობით გამოყენების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს, აუცილებელია დაინიშნოს ვიდეო ექსპერტიზა - გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი
შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას ეწვია
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა
საგარეჯოს ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომსახურე პერსონალს წიწაკის სპრეი შეასხეს - რა დეტალებია ცნობილი
გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელმაც მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა ბრალდება წარუდგინა