ცოტნე ივანიშვილი - ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ქვეყანა, მაგალითად, არ შემიძლია ფილმ "ფესვების" დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად კარგად ჩანს, რა ძვირფასია სამშობლო
ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთისაყვარელი ფილმი არის „ფესვები" და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად მართლა კარგად ჩანს, თუ რამდენად ძვირფასი არის თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი საყვარელი სამშობლო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა სიღნაღში, ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ერთობლივი ძალისხმევითა და ქვეყნის განვითარებით მიიღწევა შედეგი - საქართველოს იმდენად გაძლიერება, რომ საზოგადოებას აღარ უჩნდებოდეს ქვეყნის დატოვების სურვილი.
„ასეთი ტიპის გამოწვევა არსებობს, მეც პირადად, მეგობრებისგანაც მსმენია მსგავსი მოსაზრებები, გამოწვევები, დილემა. მე მგონი, ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის „ფესვები" და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად მართლა კარგად ჩანს, თუ რამდენად ძვირფასი არის თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი საყვარელი სამშობლო. სიმბოლურია, რომ თვითონ სიტყვა „სამშობლოც" სხვა არცერთ ენაზე კარგად არ ითარგმნება, ეს მშობლიური დატვირთვა, ყოველ შემთხვევაში, ინგლისურად, ფრანგულად არ მოსდევს იმავენაირი სიმბოლური სიღრმე, რომელიც თვითონ სიტყვა „სამშობლოში" ჩანს, ის პირდაპირი კავშირი სიტყვა „მშობელთან".
კონკრეტულად ამ გამოწვევას რაც შეეხება, მაგალითად დღევანდელი შეხვედრაც შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის პასუხი ამასთან დაკავშირებით. ცხადია, რომ ბევრი პრობლემის გადაჭრა მოითხოვს დროს, მოითხოვს მდგრად სიტუაციას ქვეყანაში, აუცილებელი ფაქტორი ამისთვის არის მშვიდობა, მაგრამ დღეს რამდენი საინტერესო პროექტი მოვისმინეთ, რამდენი საინტერესო იდეა, აკადემიური, კულტურული კუთხით, დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია შუამდგომლობას გაუწევს თითოეულ პროექტს, ეცდება, რომ დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს თითოეულ ახალგაზრდას და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა მე, რომ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს ძალიან მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა და პირიქით, არ არსებობდეს ის მომენტი, ის [ქვეყნიდან] წასვლის სურვილი, რომელიც თქვენ ახსენეთ. რა თქმა უნდა, დრო სჭირდება ბევრ რამეს, დრო სჭირდება ბევრ პროექტს, მაგრამ ამისთვის ესენციალური და ფუნდამენტური არის სტაბილური მდგომარეობა, მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც მადლობა ღმერთს გვაქვს და თავისთავად ვეცდებით, ახალგაზრდული ორგანიზაცია ეცდება, მეც პირადადაც თუ რამე შემიძლია რომ თქვენს იდეებთან და პროექტებთან დაკავშირებით გვერდში დაგიდგეთ და ვეცადოთ, რომ ყველა კარი იდეა და მოსაზრება განვახორციელოთ,"- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ნიკა გვარამია - არაფერს გავაკეთებ ვინმეს გულის მოსაფხანად, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება და პასუხებიც, მაგრამ სწრაფად ეს ვერ გამომივა, წივილ -კივილით მოგებული ბრძოლების არ მჯერა
ცოტნე ივანიშვილი - ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ქვეყანა, მაგალითად, არ შემიძლია ფილმ "ფესვების" დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად კარგად ჩანს, რა ძვირფასია სამშობლო
გიორგი ბარამიძე - მგონია, რომ ნიკა მელია შეცდომაშია შეყვანილი
ირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა
ნიკა მელია - სააკაშვილმა ისიც მოჰყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო ის მისი მოციქული ხელისუფლებასთან! მისი მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და ბოლოს რაში „გადააგდეს“ სააკაშვილი!
არჩილ გორდულაძე - კარგი ამინდები გამოვიდა თუ არა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, რეგიონებში უნდა ვიაროთო და დახურულ კარს მიღმა თავიანთ პარტაქტივს შეხვდნენ, ამინდები გაფუჭდა და სიარულს თავი დაანებეს
კახა კალაძე - ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაგრამ ეს სამართლიან ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს
კახა კალაძე - სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ყველას კარგად გვახსოვს მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა, მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს
თეა წულუკიანი გახარიას გუნდის წევრებს:ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, ხოლო გახარიას წინააღმდეგ განაჩენი უნდა აღსრულდეს, იმიტომ, რომ ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო
ირაკლი კობახიძე - ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით რაც გაფუჭდა, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს
ირაკლი კობახიძე - გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა
ირაკლი კობახიძე - ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია, რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, იმიტომ რომ მთლიანობაში ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დღეს არის გზას აცდენილი და მოსწონს, მაგალითად - გვარამია, ზურაბიშვილი, ჯაფარიძე ან ვაშაძე, დაუბრუნდეს სწორ გზას და მხარი დაუჭიროს ქვეყნის სწორ კურსს
ირაკლი კობახიძე - სასურველია, კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია, ეს პირდაპირპროპორციულად განაპირობებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გაძლიერებას
მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს
გიორგი გაბუნია - სააკაშვილის გუნდის წევრებს ამ ადამიანის მიმართ გადაულახავი კომპლექსი აქვთ, მათ ბელადს ისღა დარჩენია, სასაცილო განცხადებები გააკეთოს და საზოგადოება გაამხიარულოს
პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა