ნიკა გვარამია - არაფერს გავაკეთებ ვინმეს გულის მოსაფხანად, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება და პასუხებიც, მაგრამ სწრაფად ეს ვერ გამომივა, წივილ -კივილით მოგებული ბრძოლების არ მჯერა

არაფერს გავაკეთებ ვინმეს გულის მოსაფხანად, გამორიცხულია. არც მორალურ თუ საინფორმაციო შტურმს არ დავემორჩილები, ტყუილად არ იწვალოს არავინ ფუჭად. რაციონალური ვიქნები, როგორც პასუხისმგებლობიანი მებრძოლი პატრიოტები არიან სამშობლოს დიდი გასაჭირის დროს, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ნიკა გვარამია წერს, მისი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება და პასუხებიც, თუმცა სწრაფად ეს ყველაფერი ვერ გამოუვა.

 

„სალაპარაკო მე რომ მაქვს, შესაძლოა, არც არავის ჰქონდეს ამდენი. არც სხვაზე ნაკლები სიმართლე მაქვს და არც სხვაზე ნაკლებად გამომდის სათქმელისთვის თავის მოყრა. მაგრამ თუ რამე არ მაინტერესებს ახლა და, თუ რამე მიმაჩნია მინიმუმ არასერიოზულობად და მძიმე შეცდომად, ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლებაა. და თუ რამე არ მაქვს და ფუჭად ვერ დავხარჯავ, ეს დროა! დრო, რომელიც ძალიან ცოტა გვაქვს არა ჩვენ, არამედ ჩვენს სამშობლოს.

 

ალიანსის შექმნის რთული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების; ურთულესი შიდა დისკუსიების; უმძიმესი გარემოს ნელნელა კონსტრუქციული თანამშრომლობის და ნორმალური ადამიანური ურთიერთობების გარემოდ გადაქცევის; სრულიად ურესურსოდ 2-თვიანი ყოველდღიური მძიმე შრომის; წარმატებული საერთაშორისო შეხვედრების და ალიანსის მიმართ ჩვენი უცხოელი მეგობრების მიერ გამოხატული დიდი კეთილგანწყობის და ნდობის; და განსაკუთრებით, 26 მაისს მიღწეული წარმატების და ქართველი ხალხის მიერ ალიანსისთვის გამოხატული ნდობისა და მხარდაჭერის შემდეგ ნამდვილად არ მეგონა, თუ კიდევ სივრცე დარჩებოდა იმისთვის, რაც დღეს ხდება. და ხდება უკიდურესად არასასიამოვნო და ძალიან არარაციონალური, დამაზიანებელი ამბავი.

 

ცხადია, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება (რადგან სხვა სივრცე უბრალოდ არ დარჩა) და პასუხებიც. ბუნებრივია, პირად დამოკიდებულებებს ვერ გამოვრიცხავ, თუმცა მხოლოდ ამით ვერ ვიხელმძღვანელებ - მე მყავს გუნდი, მყავს კოალიციური პარტნიორები (ზოგიერთი მათგანი ციხეშია), და ასევე პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ამიტომ სწრაფად ეს ყველაფერი ვერ გამომივა და არც ვაპირებ სიჩქარეში ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას.

 

იმთავითვე ვიტყვი, რომ ვინმეს გულის მოსაფხანად არაფერს არ გავაკეთებ, გამორიცხულია. არც მორალურ თუ საინფორმაციო შტურმს არ დავემორჩილები, ტყუილად არ იწვალოს არავინ ფუჭად. რაციონალური ვიქნები, როგორც პასუხისმგებლობიანი მებრძოლი პატრიოტები არიან სამშობლოს დიდი გასაჭირის დროს. წივილ -კივილით მოგებული ბრძოლების მე არ მჯერა, ასეთი ზღაპრებიც კი არ წამიკითხავს ბავშვობაში, თორემ არც ეგ შემიძლია სხვაზე ნაკლებად", - წერს ნიკა გვარამია.

 

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნულია: „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული".

 





მსგავსი სიახლეები
ნიკა გვარამია - არაფერს გავაკეთებ ვინმეს გულის მოსაფხანად, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება და პასუხებიც, მაგრამ სწრაფად ეს ვერ გამომივა, წივილ -კივილით მოგებული ბრძოლების არ მჯერა
ცოტნე ივანიშვილი - ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ქვეყანა, მაგალითად, არ შემიძლია ფილმ "ფესვების" დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად კარგად ჩანს, რა ძვირფასია სამშობლო
გიორგი ბარამიძე - მგონია, რომ ნიკა მელია შეცდომაშია შეყვანილი
ირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა
ნიკა მელია - სააკაშვილმა ისიც მოჰყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო ის მისი მოციქული ხელისუფლებასთან! მისი მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და ბოლოს რაში „გადააგდეს“ სააკაშვილი!
არჩილ გორდულაძე - კარგი ამინდები გამოვიდა თუ არა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, რეგიონებში უნდა ვიაროთო და დახურულ კარს მიღმა თავიანთ პარტაქტივს შეხვდნენ, ამინდები გაფუჭდა და სიარულს თავი დაანებეს
კახა კალაძე - ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაგრამ ეს სამართლიან ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს
კახა კალაძე - სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ყველას კარგად გვახსოვს მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა, მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს
თეა წულუკიანი გახარიას გუნდის წევრებს:ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, ხოლო გახარიას წინააღმდეგ განაჩენი უნდა აღსრულდეს, იმიტომ, რომ ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო
ირაკლი კობახიძე - ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით რაც გაფუჭდა, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს
ირაკლი კობახიძე - გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა
ირაკლი კობახიძე - ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია, რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, იმიტომ რომ მთლიანობაში ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დღეს არის გზას აცდენილი და მოსწონს, მაგალითად - გვარამია, ზურაბიშვილი, ჯაფარიძე ან ვაშაძე, დაუბრუნდეს სწორ გზას და მხარი დაუჭიროს ქვეყნის სწორ კურსს
ირაკლი კობახიძე - სასურველია, კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია, ეს პირდაპირპროპორციულად განაპირობებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გაძლიერებას
მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს
გიორგი გაბუნია - სააკაშვილის გუნდის წევრებს ამ ადამიანის მიმართ გადაულახავი კომპლექსი აქვთ, მათ ბელადს ისღა დარჩენია, სასაცილო განცხადებები გააკეთოს და საზოგადოება გაამხიარულოს
პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა